საიდან წარმოიშვა ქართველთა თვითსახელწოდება ქართველი? (საინტერესო ცნობები)

ქართული წყაროების მიხედვით, ქართველთა ძირითადი თვითსახელწოდებაა ქართველი (<ქართუ-ელ-ი), რომლის ფუძესთან უშუალო კავშირშია უძველესი ქართველური ტომის სახელი-ქალდები და ლაზთა საცხოვრისის ძველი სახელი-ქალდეა. გასულ საუკუნეში ჩამოყალიბდა თვალსაზრისი, რომ ქართ-ვ-ელ და ქალდ- ფუძე მომდინარეობს უძველესი ურარტულ-კავკასიური ღვთების- ხალდისსახელიდან.

 

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, წარმომავლობის -ელ სუფიქსის შემცველი ეთნონიმის-ქართუ-ელ-ი საყრდენ ფუძე ქართუ- უნდა იყოს, რომელიც შესაძლებელია იყოს ქორონიმი (ადგილის სახელი) ან ღვთაების სახელი; თუმცა, უფრო მეტი არგუმენტი მოეპოვება მოსაზრებას, რომ ეთნონიმი “ქართველი” მომდინარეობს ურარტულ-კავკასიური წარმართული ღვთაების-ხალდის/ქალდის/ქართუს-სახელისაგან: ქართუ-ქართუ-ელ-ი.

 

image

 

ღვთაების სახელისაგან ეთნონიმისა და ქორონიმის წარმოქმნა უჩვეულო მოვლენა არ არის ძველ სამყაროში; მაგალითად-ღვთაება ასური, ხალხი-ასურები, ქვეყანა-ასურეთი.

ლინგვისტური თვალსაზრისით, დაბრკოლება არ ახლავს ხალდ/ქალდ და -ქართ ფუძეთა დაკავშირებას.

 

image

 

საინტერესოა კიდევ რამოდენიმე გარემოება:

-სტრაბონის მიხედვით ტრაპიზონსა და ფარნაკიას ზემოთ ცხოვრობდნენ ქალდები-ძველი ხალიბები, რომელთაც ჰომეროსი ალიბებს უწოდებს: ხალიბი/ჰალიბი-ალიბი.

-“აბოს წამებისა” და მოვსეს ხორენაცის “სომხური გეოგრაფიის” მიხედვით, ქალდია/ხალდეა არის იგივე ჭანეთი.

-ადიღური ენის შაფსუღური დიალექტის ერთ-ერთ კილოკავში (ხაყუჩურ) ქართველის აღსანშავი ძველი სახელია ხალდე.

-საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებშიც რამდენიმე ხალდე დასტურდება: კავკასიონის კალთებზეა მყინვარი ხალდე და მდინარე ხალდეჭალა, აქვეა სოფელი-ხალდე.

წყარო:intermedia.ge

0
0
(Visited 90 times, 1 visits today)

კომენტარები