‘გვეშინია,’-80 ოჯახი, რომელსაც მერიამ ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ბინები მისცა, კორპუსიდან გაყვანას ითხოვს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში განთავსებული 80-მდე ოჯახი შენობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და გასახლებას ითხოვს.

კორპუსის მკვიდრები აცხადებენ, რომ შენობაში დაზიანებულია ჭერი და კედლები, გაუმართავია ელექტროგაყვანილობის სისტემა, ხოლო წვიმის დროს ფანჯრებში წყალი შემოდის. შენობის ინტერიერის გარდა, პრობლემებია გარე პერიმეტრზეც. კერძოდ, შენობას გარშემო დაჭაობებული ტერიტორია აკრავს.
http://www.picz.ge/img/s2/1803/21/6/626e5e6d11a1.jpg
„უმადურები არ ვართ, არ გვქონდა ბინა და მოგვცეს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა წესიერად გაეკეთებინათ. იატაკი ირყევა, დენის კაბელები სულ ერთმანეთზეა გადაბმული და დენი გვირტყამს. ლოფტი რომ მოძრაობს, კედლები ინძრევა. ფანჯრებს ვერ ვაღებთ, იმხელაზეა სკამი თუ არ მიიდგი, ვერ ვწვდებით. გაზს არ რთავენ. გაზი რომ ჩავრთოთ, ჰაერში აიწევა ეს კორპუსიო. დენის გადასახადი იმხელა მოგვდის, ვერ ვიხდით. ერთ-ერთ ოთახში სააბაზანოში ჭერი ჩამოვარდა. გვეშინია. მოგვაქციონ ყურადღება. ან გამოასწორონ ეს პრობლემები ან აქედან გაგვასახლონ,“ – აცხადებენ კორპუსის მკვიდრები.

ხუთსართულიანი კორპუსი, რომლის მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაიხარჯა, გასულ წელს აიგო.სოციალურ საცხოვრისში მაცხოვრებელთა პრობლემებია ცნობილია ქუთაისის ხელისუფლებისთვის. მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე ადასტურებს, რომ შენობას ხარვეზები აქვს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით.

 

topnews.com.ge

0
0
(Visited 18 times, 1 visits today)

კომენტარები