„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო“

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში მომხდარი ავიაკტასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს და რუს ხალხსა და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 71 მგზავრის დაღუპვა მოჰყვა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ განსაცდელისას გამძლეობას ვუსურვებ მათ“,-ნათქვამია განცხდებაში.

დომოდედოვოდან ორსკში მიმავალი თვითმფრინავი პოდმოსკოვიეში ჩამოვარდა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფომრაციით ჩამოვარდა „სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი An-148 სამგზავრო თვითმფრინავი.

რუსული მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფაში თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

 

წყარო: news.ge

0
0
(Visited 22 times, 1 visits today)

კომენტარები