იმერთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ 2017 წლის საუკეთესო მძლეოსნები დასახელდა

ვანელი სპორტსმენი თამთა ღვინიანიძე ,იმერთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ 2017 წლის საუკეთესო მძლეოსნად დასახელდა.
დაჯილდოების ცერემონია ART-გალერეაში გაიმართა, სადაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, 2017 წელს ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობებიდან იმერეთის მუნიციპალიტეტების მასშტაბით წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
17 წლის თამთა ღვინიანიძე, ვლადიმერ როხვაძის ხელმძღვანელობით 3 წელზე მეტია აქტიურადაა დაკავებული აღნიშნული სპორტის სახეობით.
2017 წლის ივნისში მალტაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თამთა ღვინიანიძემ მე-6 ადგილი დაიკავა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თამთას კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს და წარმატებებს უსურვებს.

0
0
(Visited 71 times, 1 visits today)

კომენტარები