‘ჩაბნელებულ ზამთარს გვპირდება ‘ენერგო პრო ჯორჯია’?-ხარაგაულის სოფელ ბაზალეთში შუქს ითხოვენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის მოსახლეობა შუქის ხშირ გათიშვას უჩივის.

როგორც სოფლის დეპუტატი ვალერი ჭიპაშვილი ამბობს, მცირე ნალექი ქარი საკმარისია იმისათვის, რომ ელექტროგადამცემი ბოძები წაიქცეს, ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდეს და მოსახლეობა შუქის გარეშე დარჩეს.

„თოვლის ფიფქი გამოჩნდება თუ არა, ელექტროენერგიის მიწოდება გვიწყდება.რა პასუხი გავცე მოსახლეობას?! ჩაბნელებულ ზამთარს გვპირდება “ენერგო პრო ჯორჯია”?! ასე უნდა გაგრძელდეს?! პასუხი არ ისმის..სამწუხაროდ, ვითარება არ იცვლება.”სუპერ” მომსახურება გვაქვს აბონენტებს.პრობლემაზე ხმამაღლა თუ აღნიშნე, წყინთ. ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ კომპანიის ადგილობრივ ფილიალშივ.მე ადამიანებს კი არ ვებრძვი,ვარამედ ვებრძვი პრობლემას,“ – ამბობს ვალერი ჭიპაშვილი.

სოფელ ბაზალეთში 350 ოჯახი ცხოვრობს.

„ენერგო პრო ჯორჯია“-ს დასავლეთ საქართველოს ფილიალის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაზიანებული ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

“სოფელი ბაზალეთი ელექტროენერგია ფიდერ „ბაზალეთი“-დან იღებს. მიმდინარე წელს 31 საყრდენი წერტილი შეიცვალა. ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ეტაპობრივად და მანამ გაგრძელდება, სანამ სრულად არ შეიცვლება,“ – აცხადებენ კომპანიის პრესსამსახურში.

 

topnews.com.ge

0
0
(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები