ძლიერმა წვიმამ ვანში, სოფელ გადიდთან დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გადიდში, ძლიერი წვიმის შედეგად, ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი ხიდი ნაწილობრივ დაზიანდა. ხიდზე შეზღუდულია ავტომანქანების მოძრაობა, თუმცა ქვეითები გადაადგილდებიან. სოფელ გადიდში ასევე, არსებობს მეორე შემოვლით გზა, რომელიც მოსახლეობას ცენტრთან აკავშირებს.

“მობილიზებულია სამაშველო სამსახური. ვითარებას ეცნობიან იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,” – აცხადებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

0
0
(Visited 447 times, 1 visits today)

კომენტარები