როგორ მუშაობს ვებმარკეტინგი?

ინტერნეტმა ძირეულად შეცვალა ჩვენი ცხოვრების, ფაქტობრივად, ყველა ასპექტი: ურთიერთობები მეგობრებთან, ოჯახთან, თანამშრომლებთან, პარტნიორებთან. შესაბამისად, კომპანიები უკეთ აცნობიერებენ ინტერნეტის დანიშნულებას მარკეტინგის თვალსაზრისით. ვებმარკეტინგი საკმაოდ ახალგაზრდა მიმართულებაა მარკეტინგში, რომელმაც უკვე მოიცვა საკმაოდ ფართო სპექტრი. ვებმარკეტინგს მიეკუთვნება სოციალური მედია მარკეტინგი, რეფერალური, Email მარკეტინგი, ვიდეომარკეტინგი და სხვა.

ვებმარკეტინგი არის მარკეტერების ძალისხმევის შედეგი – გადაეტანათ სამოქმედო არეალი ონლაინ სივრცეშიც. შესაძლებელია სხვადასხვა საინფორმაციო არხის (Youtube) უფასოდ გამოყენება, ხოლო ფასიანი სერვისების ხარჯი ახლოსაც ვერ მივა იმ დანახარჯთან, რაც სატელევიზიო რეკლამას სჭირდება ხოლმე. ვების გამოყენება არაჩვეულებრივია კლიენტების მოსაზიდად და მათი სეგმენტაციისთვის. მნიშვნელოვნად არის გამარტივებული მონაცემთა და მოთხოვნის ანალიზი, კლიენტის ქცევის შესწავლა და ა.შ.

როგორ ყალიბდება ვებმარკეტინგის სამუშაო გეგმა?

ვებმარკეტინგი მოიცავს მარკეტინგული სტრატეგიების მთელ მექანიზმს, რომელიც მოითხოვს ტრადიციული და ახალი მარკეტინგული ტექნოლოგიების სწორ სინთეზს. სწორედ ამიტომ, მარკეტერებს კარგად უნდა ესმოდეთ ამა თუ იმ ონლაინ ინსტრუმენტის ძლიერი და სუსტი მხარეები, ვინ არიან მათი მომხმარებლები და რა უნდათ, რომ მიყიდონ მათ. განსხვავებულ სეგმენტს განსხვავებული მიდგომა სჭირდება. ახალგაზრდა სოციალური მედია მენეჯერები აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს მაშინ, როცა უფროსი ინტერნეტმომხმარებლები ელექტრონულ ფოსტას ამჯობინებენ.

მას შემდეგ, რაც კომპანია სამიზნე აუდიტორიასა და სტრატეგიას დასახავს, უნდა დაკავდეს ონლაინ პოზიციონირებით. ეს შეიძლება მოიცავდეს ვიდეო ფროდაქშენს, ინტერაქტიულ საიტს თუ სხვა მექანიზმს. საგულისხმოა, რომ ვებმარკეტინგის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად გზავნილი და ესთეტიური მხარე. თავად ვებმარკეტინგის მთავარი დანიშნულებაა, გზავნილი, რომელსაც კომპანია ავრცელებს რეკლამის სახით, იყოს ხელმისაწვდომი ყველა ინტერნეტმომხმარებლისთვის, იმის მიუხედავად, რომელ ტექნოლოგიას იყენებს ის.

მას შემდეგ, რაც რეკლამა ინტერნეტ სივრცეში ჩნდება, თვალი უნდა ვადევნოთ მისი შედეგების დინამიკას. ვებმარკეტინგმა გაუადვილა კომპანიებს იმის გაგება, თუ რამდენად რეიტინგულია მათი ვებსაიტი. ყოველი გადასვლა ბანერსა და ვიდეოზე აღინუსხება ციფრულად და საერთო ჯამში, ქმნის კონკრეტულ მონაცემს შემდგომი ანალიზისათვის. მარტივია, გაიგო, რამდენად დაინტერესებულია ინტერნეტ მომხმარებელი შენი რეკლამით და საჭიროების შემთხვევაში შეცვალო მიდგომა.

რა მიმართულებით შემიძლია ვიმუშავო ვებმარკეტინგში?

სოციალური მედია მენეჯერი გეგმავს და ხელმძღვანელობს კომპანიის მიერ სოციალური მედიის გამოყენებას. იყენებს Facebook, Youtube, Twitter-ის არხებს სოციალური აქტივობებისთვის. სოციალური მედია მენეჯერების უმეტესობას განათლება აქვს მიღებული ციფრული ან მედია მარკეტინგის მიმართულებით. მათ სჭირდებათ გააცნობიერონ ის სპეციფიური ენა, რაზეც შეუძლიათ ესაუბრონ მომხმარებლებს.

ციფრული მარკეტერი ამზადებს პოსტებს, ქმნის რეკლამის დიზაინს, ზრუნავს ტრაფიკზე. ის აკეთებს ყველაფერს, რათა კომპანიის გზავნილი მიიტანოს მომხმარებლამდე. როგორც წესი ციფრული მარკეტერები ვებმარკეტინგის მიმართულებით არიან სპეციალიზებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ციფრული ტექნოლოგიაც და ვების ცოდნაც აუცილებელია ციფრული მარკეტერისთვის.

SEO სპეციალისტი ზრუნავს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაზე. მისი მიზანია, მაქსიმალურად გაზარდოს ძიების პროცესში კომპანიის პროდუქტისა თუ მომსახურების პოვნის ალბათობა. SEO სპეციალისტს ერთნაირად სჭირდება კრეატიული და ტექნიკური გონება. მას სჭირდება საბაზისო განათლება მარკეტინგში და ასევე, კარგად უნდა ესმოდეს საძიებო სისტემისთვის დამახასიათებელ ცვლილებებთან გამკლავების მექანიზმები

0
0
(Visited 47 times, 1 visits today)

კომენტარები