ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „საიას“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე, “საიას” სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც “საიას” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ქუთაისის სამ საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს ასაჩივრებდა. არასამთავრობო ორგანიზაცია N 87-ე უბანზე შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას და ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვდა. მათი თქმით, შემაჯამებლ ოქმზე გარკვევით არ იკითხებოდა ბათილი ბიულეტენების მითითებული რაოდენობა.

თავდაპირველად ოქმზე 11 ბათილი ბიულეტენი იყო მითითებული,რომელი, სავარაუდოდ, 17-ად გადაკეთდა, მოგვიანებით კი გაკეთდა შესწორების ოქმი, სადაც მიეთითა, რომ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არა 17, არამედ 11 იყო.

“ეს არის მარტივი. გაიხსნას ბათილი ბიულეტენები და გავიგოთ სინამდვილეში 11 ბიულეტენია ბათილი, თუ 17”,-განაცხადა “საიას” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი სანტურიანმა პროცესზე.

სასამართლომ “საიას” ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ, ასევე, არ გაითვალისწინა “საიას” არგუმენტები N 80-ე და N 110-ე უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

სარჩელის მიხედვით, N 80-ე უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველზე პროპორციული სიის ორი ბიულეტენი გასცა, თუმცა, საბოლოო ბალანსის დადგენის დროს შემაჯამებელ ოქმში შესწორება არჩევმების მეორე დღეს შეიტნა.

“საია” მიიჩნევს, რომ ასეთი ფაქტები ცუდი პრაქტიკის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

“ის, რომ შესწორების ოქმები გაკეთდა უბნებზე, არ ნიშნავს, იმას, რომ კომისიის წევრებს არ უნდა მიეცთ არც შნიშვნა და არც გაფრთხილება”,-განაცხადა სანტურიანმა.

რაც შეეხება N 110-ე უბანს, “საია” აღნიშნულ უბანზე ორი შესწორებული ოქმის მიუხედავად ბალანსის ვერ მიღებას ასაჩივრებდა.

საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე დაწერილი სარჩელების დაკმაყოფოლებაზე უარი უთხრა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “ლეიბორისტულ პარტიასა” და “თავისუფალი საქართველო-თავისუფალი დემოკრატებს”.

0
0
(Visited 56 times, 1 visits today)

კომენტარები