ქუთაისიდან ზუგდიდის და ბათუმის მიმართულებით რეისები 30-31 ოქტომბერს არ შესრულდება

30-31 ოქტომბერს ქუთაისი-ზუგდიდი და ქუთაისი-ბათუმის რეისები არ შესრულდება.
აღნიშნულ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით მიხედვით, სამგზავრო რეისები ინფრასტრუქტურული სამუშაობის განხირციელების გამო ვერ განხორციელდება.

“მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის მოწყობის გამო, 30-31 ოქტომბერს ქუთაისიდან და 31ოქტომბერს და 01 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან, ორი რეისით მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი ელექტრომატარებელები: №698/697 ქუთაისი-ზუგდიდი და №684/683 ქუთაისი- ბათუმი.”- ნათქვამია რკინიგზის დეპარტამენტის განცხადებაში.

0
0
(Visited 54 times, 1 visits today)

კომენტარები