ინტერვიუ ირმა არავიაშვილთან

მოგესალმებით ირმა, გმადლობთ რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე.

ერეკლე გიორგაძე:
ირმა, როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა?

ირმა არავიაშვილი:

მოგესალმებით. ჩემი მუსიკალური კარიერა დაიწყო დაახლოებით 1 წლის წინ . მანამდე ჩვეულებრივ ვიდეოებს ვდებდი, არ მქონია სტუდიური ჩანაწერი. შემდეგ კი ერთმა საოცარმა ადამიანმა მითხრა რომ მე უნდა მივყოლოდი ამ საქმეს, ჩამეწერა სიმღერა და გადამეღო კლიპი. სანაცვლოდ კი ის სრულიად უანგაროდ გამიპიარებდა ამ სიმღერებს … ამ ადამიანის სიტყვების შემდეგ გადავდგი პირველი ნაბიჯები. ჩემი მიზნების განხორციელებაში კი უამრავი უცხო ადამიანი დამიდგა გვერდით.

ერეკლე გიორგაძე:
ირმა, რომელ მუსიკას გამოარჩევდით თქვენი შემოქმედებიდან და რატომ?

ირმა არავიაშვილი:

ვერ ვანსხვავებ ❤ მე ყოველთვის ვმღერი იმას რასაც ვგრძნობ ❤ ამიტომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხასიათზე დაწერილი სიმღერებია .

ერეკლე გიორგაძე:
რა არის ირმა არავიაშვილის მიზანი ცხოვრებაში, რა გსურთ შექმნათ მომავალში?

ირმა არავიაშვილი:

ჩემი მიზანი თითქმის შესრულებულია , ეს ხალხის სიყვარულის მოპოვება იყო ,მგონი ცოტატი მაინც შევძელი . თუმცა მომავალში ვაპირებ უფრო მეტი ლამაზი სიმღერის შექმნას.

ერეკლე გიორგაძე:
ირმა, თქვენს პროფესიაზე მოგვიყევი, ამჟამად რითი ხართ დაკავებული სიმღერის გარდა?

ირმა არავიაშვილი:

ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში , საერთაშორისო ურთიერთობებზე , ამჟამად ვარ მესამე კურსზე .

ერეკლე გიორგაძე:
ირმა, ალბათ საზოგადოებაში მოხვედრის დროს გრძნობთ ხალხის განსხვავებულ დამოკიდებულებას და სიყვარულს, როგორია ირმა არავიაშვილის თვალით დანახული პოპულარობა ?

ირმა არავიაშვილი:

სიმართლე გითხრათ ყურადღება არ გამიმახვილება ამ მხრივ  თუმცა როცა ხალხი ჩემთან მოდის მესალმება და მესიყვარულება ძალიან მსიამოვნებს ?. მაგრამ ცოტა არ იყოს მრცხვენია ხოლმე . )

ერეკლე გიორგაძე:
თქვენ როგორც მსმენელი რა ჟანრის მუსკას უსმენთ და რომელია თქვენი საყვარელი შემსრულებელი?

ირმა არავიაშვილი:

კონკრეტულად ასე რთულია გამოვყო ჟანრი და შემსრულებელი,თითქმის ყველა ჟანრის მუსიკას ვუსმენ გააჩნია როგორ განწყობაზე ვარ. )

ერეკლე გიორგაძე:
ირმა, უახლოეს მომავალში გაქვთ ახალი მუსიკის პრეზენტაცია დაგეგმილი?

ირმა არავიაშვილი:

კი რათქმაუნდა  ვგეგმავ უახლოეს მომავალში ახალი ნამუშევრის გამოქვეყნებას , სიმღერა უკვე მზად გვაქვს , სიმღერის სახელწოდებაა “მე და შენ ორნი”, ეხლა კლიპზე ვმუშაობთ.

ერეკლე გიორგაძე:
და ბოლოს რას ეტყოდით თქვენ მსმენელს?

 


ირმა არავიაშვილი:

გმადლობთ რომ გამოხატავთ დადებით ემოციებს ჩემ შემოქმდებაზე, მე ყოველთვის ვეცდები შემოგთავაზოთ ახალი  და სასიამოვნო ქართული მუსიკა, გმადლობთ და მიყვარხართ <3

 

ერეკლე გიორგაძე:
გმადლობთ ირმა, ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის ,დიდი წარმატებებს შენ

1
2
(Visited 477 times, 1 visits today)

კომენტარები