Treepex – ქართული სტარტაპი, რომელიც ამერიკაში უკვე პოპულარულია


გამოცემა HuffingtonPost ქართული სტარტაპის Treepex დამფუძნებლებთან ბაჩო ხაჩიძესთან და ლაშა კვანტალიანთან აქვეყნებს ინტერვიუს.
– რატომ გადაწყვიტეთ ამ საქმიანობის დაწყება?

– საქართველოში, ჩვენს სამშობლოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ჰაერის დაბინძურება. სამწუხაროდ, ეს გლობალური პრობლემა და დიდი ქალაქების ერთ-ერთი უდიდესი მტერია. თავდაპირველად, ჩვენი ინციატივა იყო წაგვეხალისებინა ადამიანები მსოფლიოს გარეშემო და დაერგოთ ხეები ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით. თუმცა, სამწუხაროდ ამან ვერ გამოიწვია დიდი ინტერესი. ამიტომ გადავწყვიტეთ სხვა გზა მოგვეძებნა. შევქმენით Treepex-ის მოწყობილობა და დარწმუნებულები ვართ, ამით ჩვენს წვლილს

შევიტანთ მსოფლიოში სიცოცხლის გადარჩენასა და გარემოს გაუმჯობესებაში.

– როგორ მუშაობს Treepex-ი?

– Treepex-ი ნახშირორჟანგს ჟანგბადად გარდაქმნის. მოწყობილობის მეშვეობით დაბინძურებული ჰაერი სუფთავდება და მინერალებით გაჯერებული ხდება. ჩვენ ვიყენებთ CRISPR ტექნოლოგიას, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ხეების DNA ცოცხალი უჯრედების შესაქმნელად. უჯერედების მეშვეობით მოწყობილობის კარტრიჯი ჟანგბადს გამოიმუშავებს და  მომხმარებლისთვის სუფთა ჰაერს გამოყოფს. ერთი კარტრიჯი ჟანგბადის იმდენივე რაოდენობას გამოიმუშავებს, რამდენსაც ერთი ზრდასრული ხე. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მობილურის აპლიკაცია, რომლის საშუალებით შეგიძლიათ შეცვალოთ კარტრიში და დატენოთ მოწყობილობის ელემენტი.

– რას ურჩევდით დამწყებ სტარტაპერებს?

– იყვნენ მართალი საკუთარ თავთან. განსაზღვრონ, რისი შეცვლა და გაკეთება უნდათ თავიანთი ინოვაციით. იმის მიუხედავად, მიაღწევთ თუ არა წარმატებას, ისიამოვნეთ იმით, რასაც აკეთებთ.

– რას გეგმავთ მომავალში?

– ჩვენმა პროექტმა უკვე მიაღწია წარმატებას, ამიტომ გადავწყვიტეთ საქმიანობა ნიუ იორკში გავაგრძელოთ და გლობალური კომპანია გავხდეთ. ასევე ვაგრძელებთ სხვა პროექტებზე მუშაობას, რომლებიც სარგებელს მოუტანს ხალხს მსოფლიოს მასშტაბით.

 

0
0
(Visited 79 times, 1 visits today)

კომენტარები