ვინ არის აშშ-ში მყოფი ქართველი მამაო, რომელმაც ამერიკელი წყვილი გურულად აამღერა – “კუნძულზე ერთადერთი ქართველი ვარ…”

“ძნე­ლია თვის­ტომ­თა გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ გვა­ერ­თი­ა­ნებს ქრის­ტე…”

“მე­სა­მე წე­ლია, რაც ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპარ­ქი­ა­ში ვმსა­ხუ­რობ. თავ­და­პირ­ვე­ლად, ვა­შინ­გ­ტო­ნის წმინ­და მე­ფე თა­მა­რის სა­ხე­ლო­ბის სამ­რევ­ლო­ში ვი­ყა­ვი, შემ­დეგ კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში, ლოს-ან­ჯე­ლე­სის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის სამ­რევ­ლო­ში, ამ­ჟა­მად ალას­კის შტა­ტის კუნ­ძულ კო­დი­აკ­ზე ვარ, წმინ­და იოანე სან­ფ­რან­ცის­კო­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­რევ­ლო­ში”, – გვე­უბ­ნე­ბა დე­კა­ნო­ზი კონ­ს­ტან­ტი­ნე პა­ი­ჭა­ძე, რო­მელ­თა­ნაც ინ­ტერ­ვიუ “გზა­ში” ად­რეც და­ბეჭ­დი­ლა, მა­შინ ვა­შინ­გ­ტონ­ში წმინ­და მე­ფე თა­მა­რის სა­ხე­ლო­ბის სამ­რევ­ლო­ში გახ­ლ­დათ. მის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გორც აღ­ნიშ­ნა, ამ­ჯე­რად სი­ახ­ლეა – შტა­ტი შე­იც­ვა­ლა, ალას­კა­ზე გა­და­ვი­და, სა­დაც ერ­თა­დერ­თი ქარ­თ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნ­და…

“ბო­ლო 3 წე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმ 24 წლი­დან, რაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი ვარ. უნ­და ით­ქ­ვას, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თ­ვის უმ­თავ­რე­სი ქრის­ტეს მსა­ხუ­რე­ბაა და არა – გე­ოგ­რა­ფია. თუმ­ცა, თა­ვის მხრივ, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბაც სა­ინ­ტე­რე­სოა.
ამე­რი­კამ­დე უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რად­გან, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, თა­ვად სამ­ღ­ვ­დ­ლო მსა­ხუ­რე­ბაა უმ­თავ­რე­სი და მას­ში უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, და­ცე­მას და სუ­ლი­ერ გა­ნად­გუ­რე­ბას ნიშ­ნავს – ეს ასეა სამ­შობ­ლო­ში თუ სამ­შობ­ლოს გა­რეთ. ვცდი­ლობ­დი, ასე მემ­სა­ხუ­რა ყვე­ლა ტა­ძარ­ში. ამ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ვი­ყა­ვი რამ­დე­ნი­მე წე­ლი ბა­თუ­მის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის რექ­ტო­რი, მაგ­რამ მა­ინც მინ­და, ჩე­მი მსა­ხუ­რე­ბის წლე­ბი­დან გა­მოვ­ყო ის 11 წე­ლი, რო­მე­ლიც უფალ­მა მარ­გუ­ნა და მი­სი კვარ­თის სამ­კ­ვიდ­რე­ბელ­ში, სვე­ტიცხო­ველ­ში გა­ვა­ტა­რე. ვინც იცის, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ოც­ნე­ბა იყო, რომ მო­სუ­ლი­ყო და მო­ე­ლო­ცა მაცხოვ­რის კვარ­თის სამ­კ­ვიდ­რო მცხე­თა, მე კი უფალ­მა სამ­ღ­ვ­დ­ლო მსა­ხუ­რე­ბად მარ­გუ­ნა.
მახ­სოვს, რო­ცა უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ მითხ­რა, – გა­დავ­წყ­ვი­ტე, მცხე­თა­ში, სვე­ტიცხო­ველ­ში უნ­და იმ­სა­ხუ­როო, სი­ხა­რუ­ლი­სა და გა­ო­ცე­ბის­გან თავ­ბ­რუ და­მეხ­ვა…
არა­ნაკ­ლე­ბი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა შენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს ემ­სა­ხუ­რო სამ­შობ­ლო­დან ასე შორს. იმ სა­მი ღვთა­ებ­რი­ვი სა­უნ­ჯი­დან, რაც მა­მა-პა­პი­დან გვაქვს, ერ­თი ოკე­ა­ნის გაღ­მაა და იმ ორის – ენი­სა და სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის დაც­ვა, მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­უ­რო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, რად­გან ეკ­ლე­სია აქ და­მა­ტე­ბით ფუნ­ქ­ცი­ას იძენს, რომ შეკ­რი­ბოს ყო­ვე­ლი კუთხი­დან მო­სუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი, რა­თა გა­იც­ნონ ერ­თ­მა­ნე­თი, ბავ­შ­ვებ­მა ის­წავ­ლონ უფ­რო მე­ტი რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე, სამ­შობ­ლო­ზე და აქ, უცხო­ე­თის ცის ქვეშ მყო­ფებ­მა იცოდ­ნენ, ვინ არის მა­თი თვის­ტო­მი. ძი­რი­თა­დად, ეკ­ლე­სი­ა­ზეა მა­თი ხვა­ლინ­დე­ლი დღე და მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი.
შე­სა­ბა­მი­სად, აქ იზ­რ­დე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც მსა­ხუ­რე­ბის მი­მართ. თით­ქ­მის ყვე­ლა სამ­რევ­ლოს აქვს საკ­ვი­რაო სკო­ლა. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, თა­ვის­თა­ვად რთუ­ლია სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თ­ვის აქ ყოფ­ნა, მაგ­რამ ეს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის არ­ჩე­ვა­ნია და არა – იძუ­ლე­ბა. თუ ვინ­მეს აღ­მო­აჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, არც უკან დაბ­რუ­ნე­ბაა შე­უძ­ლე­ბე­ლი”, – ამ­ბობს მა­მა კონ­ს­ტან­ტი­ნე.

რო­გორ აღ­მოჩ­ნ­და ალას­კა­ზე და რო­გო­რია მი­სი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი იქა­უ­რი გა­რე­მო, ამა­ზე ასე მოგ­ვითხ­რობს:
“რო­ცა ამ ეპარ­ქი­ის მღვდელ­მ­თავ­რად მე­უ­ფე სა­ბა (ინ­წ­კირ­ვე­ლი) და­ად­გი­ნეს, მა­ლე­ვე გა­დაწყ­და ჩე­მი აქ წა­მოს­ვ­ლა, მას შემ­დეგ ჩე­მი ყო­ვე­ლი ად­გილ­მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბა მი­სი ლოც­ვა-კურ­თხე­ვი­თა და მა­მობ­რი­ვი მზრუნ­ვე­ლო­ბით ხდე­ბა. ვინც მე­უ­ფე სა­ბას იც­ნობს, ჩემს ნათ­ქ­ვამ­ში ად­ვი­ლად დარ­წ­მუნ­დე­ბა. ძნე­ლია, წარ­მო­იდ­გი­ნო ის, რომ ერთ ადა­მი­ან­ში ამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და მზრუნ­ვე­ლო­ბა იყოს თავ­მოყ­რი­ლი და მი­უ­ხე­და­ვად მი­სი მა­ღა­ლი მსა­ხუ­რე­ბი­სა, ასე ინარ­ჩუ­ნებ­დეს უბ­რა­ლო­ე­ბა­სა და ყვე­ლა­სად­მი ყუ­რადღე­ბა-პა­ტი­ვის­ცე­მას.
მოკ­ლედ, ალას­კის შტა­ტის არ­ქი­პე­ლა­გის კუნ­ძულ კო­დი­აკ­ზეც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მე­უ­ფე სა­ბას ლოც­ვა-კურ­თხე­ვით მოვ­ხ­ვ­დი.
კუნ­ძუ­ლი კო­დი­ა­კი, ალას­კის შტა­ტის სამ­ხ­რე­თით მდე­ბა­რე­ობს, სი­დი­დით მე­ო­რეა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, არ­ქი­პე­ლა­გის უდი­დე­სი კუნ­ძუ­ლია და 50-ე ად­გილ­ზეა მსოფ­ლი­ო­ში. მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ალუ­ტი­კე­ბია, რომ­ლებ­საც ხში­რად, ეს­კი­მო­სე­ბა­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. კუნ­ძუ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა: თევ­ზა­ო­ბა, ნა­დი­რო­ბა და ხეტყის დამ­ზა­დე­ბაა. ის­ტო­რი­უ­ლად მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო ვე­შა­პებ­ზე ნა­დი­რო­ბა.
სამ­რევ­ლო, სა­დაც ამ­ჟა­მად ვმსა­ხუ­რობ, 1998 წელს შე­იქ­მ­ნა, ბულ­გა­რე­თის ეკ­ლე­სი­ის იურის­დიქ­ცი­ის ქვეშ. მას­თან ერ­თად და­არ­ს­და წმინ­და ინო­კენ­ტის სა­ხე­ლო­ბის აკა­დე­მია. პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნის ქრის­ტი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის წე­სი აქვთ არ­ჩე­უ­ლი აქა­უ­რი სამ­რევ­ლოს წევ­რებს, რომ­ლე­ბიც აქ ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა შტა­ტი­დან მო­დი­ან. ისი­ნი ერთ თე­მად და ერთ ოჯა­ხად ცხოვ­რო­ბენ. სამ­რევ­ლო, ძი­რი­თა­დად, ახალ­გაზ­რ­დე­ბის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლე­ბიც აქ სუ­ლის ცხო­ნე­ბის­თ­ვის მო­დი­ან და სა­მუ­და­მოდ მკვიდ­რ­დე­ბი­ან.
ამ ყო­ვე­ლი­ვეს წა­მომ­წყე­ბი და შემ­ქ­მ­ნე­ლია “მა­მა” პა­ი­სია, მე­უღ­ლეს­თან, “მა­ტუშ­კა” მა­რი­ას­თან ერ­თად. სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის გარ­და, სიყ­ვა­რუ­ლით ზრუ­ნა­ვენ ისი­ნი აკა­დე­მი­ის მცხოვ­რებ­ლებ­ზე.
2015 წელს, სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვეს, ბულ­გა­რე­თის იურის­დიქ­ცი­ი­დან გა­მო­ყო­ფის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი გამ­ხ­და­რიყ­ვ­ნენ. მე­უ­ფე სა­ბას მი­ერ, წმინ­და იოანე სან­ფ­რან­ცის­კო­ე­ლის სამ­რევ­ლო ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ი­ღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის იურის­დიქ­ცი­ა­ში…”
GzaPress
რო­გო­რია ისეთ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა და ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ერ­თა­დერ­თი ქარ­თ­ვე­ლი ხარ? – ვე­კითხე­ბი და მპა­სუ­ხობს:
“კუნ­ძულ კო­დი­აკ­ზე სა­შუ­ა­ლოდ, 10.000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და მათ შო­რის ერ­თა­დერ­თი ქარ­თ­ვე­ლი ვარ. ძნე­ლია თვის­ტომ­თა გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ გვა­ერ­თი­ა­ნებს ქრის­ტე, რო­მელ­შიც მხო­ლოდ ყო­ვე­ლი­ვე­სა და ყვე­ლა­ფერ­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია. ეს კი აიოლებს ჩემს აქ ყოფ­ნას. ვგრძნობ ჩემ­და­მი გა­მო­ჩე­ნილ გან­სა­კუთ­რე­ბულ სიყ­ვა­რულ­სა და ზრუნ­ვას. “მა­მა” პა­ი­სი დე ლუ­ჩია, წარ­მო­შო­ბით იტა­ლი­ე­ლია, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მზრუნ­ვე­ლო­ბით აღ­სავ­სე ადა­მი­ა­ნი. მი­სი ეს თვი­სე­ბე­ბი და ჩემ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ოჯა­ხი­დან შორს ყოფ­ნის დარდს მიმ­სუ­ბუ­ქებს…”

ცო­ტა ხნის წინ, დე­კა­ნოზ­მა სა­კუ­თარ “ფე­ის­ბუკ”-გვერ­დ­ზე წყვი­ლის ჯვრის­წე­რის ვი­დეო გა­ნა­თავ­სა – ისი­ნი გუ­რულ სიმ­ღე­რას მღე­როდ­ნენ. დე­კა­ნოზს ვკითხე, ეს სიმ­ღე­რა თქვენ ას­წავ­ლეთ-მეთ­ქი?
“კი, ჯვრის­წე­რის ვი­დეო მე­დო სა­კუ­თარ “ფე­ის­ბუკ”-გვერ­დ­ზე. გაბ­რი­ე­ლი ჰო­ლან­დი­ი­დან მო­ვი­და, ტა­ბი­თა – კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტი­დან. აქ გა­იც­ნეს მათ ერ­თ­მა­ნე­თი და იქორ­წი­ნეს.
სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, იყო “მი­ვალ გუ­რი­ა­ში მა­რა”. გარ­და ამ სიმ­ღე­რი­სა, ბევ­რი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა შეს­რულ­და გაბ­რი­ე­ლი­სა და ტა­ბი­თას ქორ­წილ­ში, რომ­ლე­ბიც მათ­თ­ვის მე არ მის­წავ­ლე­ბია. ისი­ნი კარ­გად იც­ნო­ბენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს. უმე­ტე­სო­ბა არა­ერ­თხელ არის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ნამ­ყო­ფი… იც­ნო­ბენ და მუდ­მი­ვად ეც­ნო­ბი­ან ქარ­თულ კულ­ტუ­რას. მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო მო­ი­ლო­ცეს. ამ­ჟა­მად, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან ქარ­თუ­ლი წე­რა-კითხ­ვის შეს­წავ­ლით და ვას­რუ­ლებ მათ თხოვ­ნას – კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თი­ლებს ვუ­ტა­რებ. იკ­რი­ბე­ბი­ან და ერ­თად უყუ­რე­ბენ ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბ­ლე­ბის ცეკ­ვებ­სა და სიმ­ღე­რებს. სა­ინ­ტე­რე­სოა მა­თი ყო­ფა და გა­სა­ო­ცა­რი – სა­ქარ­თ­ვე­ლო­სად­მი ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი…”

და­ბო­ლოს, დე­კა­ნოზს სა­მო­მა­ლო გეგ­მებ­ზეც ვესაუბრე…
“ცო­ტა ძნე­ლია სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის და­სახ­ვა, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში, ერ­თობ­ლი­ვად ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ. ამას­თან, მა­ის­ში კი­დევ ერ­თი ამე­რი­კე­ლი წყვი­ლის – ეიდე­ნი­სა და სა­რას ქორ­წი­ლი იგეგ­მე­ბა. მა­თი სურ­ვი­ლია, ამ დღეს ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი ეც­ვათ. იმე­დია, შევ­ძ­ლებთ მათ­თ­ვის ამ სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბას…”

 

ambebi.ge

0
0
(Visited 72 times, 1 visits today)

კომენტარები