ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირეები იზრდება

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირეები იზრდება

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ ქუთაისი-კიევის მიმართულებით, 27 მაისიდან კვირაში მე-4 სიხშირეს დაამატებს, ხოლო 4 ივნისიდან ავიარეისები ყოველდღიურად შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, ასევე „ურალის ავიახაზები“ ამატებს 24 თებერვლიდან მეორე, ხოლო 1 აგვისტოდან მესამე სიხშირეს ქუთაისი-მოსკოვისმიმართულებით. ავიარეისები 24 თებერვლიდან ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, ხოლო 1 აგვისტოდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინული ავიაკომპანია რეისებს ასრულებს ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას 07:15 საათზე, ხოლო „ურალის ავიახაზები“ – ყოველ შაბათს, 21:00 საათზე

წყარო:http://newpress.ge/

0
0
(Visited 24 times, 1 visits today)

კომენტარები