პრომეთეს მღვიმეში ნავების ნაკლებობის გამო, ტურისტებს ვერ ემსახურებიან

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მდებარე პრომეთეს მღვიმეში ტურისტების მომსახურება ფერხდება. აღნიშნულის მიზეზი მღვიმეში ნავების პრობლემაა.

“პრობლემა უკვე წლებია დგას ამ მღვიმეში კვლავ არ გამოსწორებულა. დილით 2 საათი მუშაობს, მერე აკუმულატორები ჯდება და ტურისტებს ვეღარ ემსახურება. მოთხოვნა არის, მიწოდება-არა. იმიტომ, რომ ბიუროკრატიის ხელშია. რაც ბიუროკრატიის ხელშია, სულ ასე ჩანჩალ-ჩანჩალით გააგრძელებს არსებობას. კერძო პირის რომ იყოს, თვითონ მოუსვამდა ნიჩაბს როცა დაინახავდა ამხელა მოთხოვნას. ამიტომ, მეტი პრივატიზაცია, ნაკლები ბიუროკრატია, მეტი შემოსავლები ქვეყანას. ვფიქრობ, რომ ჯობია გასხვისდეს და კერძომ მართოს ეს და მსგავსი ობიექტები,” – ამბობს მოგზაურთა კლუბის ხელმძღვანელი ლევან ჭანჭალეიშვილი.

პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ყუმისთავში მდებარეობს. მისი სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი.
http://www.picz.ge/img/s4/1707/29/c/c40b77f959af.jpg
პრომეთეს მღვიმის 1 საათიანი მარშრუტი არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებს გაივლის და ვიზიტორთა სურვილისამებრ, ქვეითი ან სანაოსნო გზით, მღვიმეში მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15 წუთიანი გასეირნებით მთავრდება.

ბუნებრივ ძეგლზე ზედამხედველობას დაცული ტერიტორიების სააგენტო ახდენს. სააგენტოს იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაალ კვანტალიანი ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ პრობლემა მღვიმეში არ არსებობს და ნავებით გასეირნების სერვისის მუშაობა მღვიმეში წყლის დონის მატება-კლებაზეა დამოკიდებული.

“იმაზე გაცილებით მეტი ნავი გვყავს, ვიდრე ამ დროისთვის მოთხოვნაა. 4 ნავია მღვიმეში. ნავების პრობლემა არ გვაქვს. თუ მღვიმეში წყლის დონის მატებაა, ნავებით გასეირნებას უსაფრთხოების მიზნით

 

ვაჩერებთ,” – ამბობს ზაალ კვანტალიანი.

 

 

წყარო: topnews.com.ge

0
0
(Visited 81 times, 1 visits today)

კომენტარები