ვანის სოფელ ფერეთაში მეჩაიეობის აღდგენა და ჩაის საწარმოს აშენება იგეგმება

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში მეჩაიეობის აღდგენა იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე სოფელში დასახლების საერთო კრებაზე იმსჯელეს. კრებას ვანის გამგებელი ზაზა ხურციძე და სოფელ ფერეთაში გამგებლის წარმომადგენელი ბექა ლაჭყეპიანი ესწრებოდნენ.

ამ დროისთვის „ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეობის მსურველი პირების მიერ სოფელ ფერეთაში შექმნილია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ფერეთა ჩაი“.

საერთო კრებაზე გადაწყდა ,რომ „შპს „ფერეთა ჩაი“-ს დამფუძნებლები თავიანთ გაერთიანებაში მიიღებენ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს.

სამომავლოდ სახელმწიფოს ხელშეწყობით, სოფელ ფერეთაში შპს „ფერეთა ჩაი“-ს წარმომადგენლების მიერ ჩაის საწარმოს აშენება იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს სოფელში მივიწყებული ჩაის კულტურის განვითრებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

 

წყარო: topnews.com.ge

2
0
(Visited 662 times, 1 visits today)

კომენტარები