საზაფხულო კურორტები საქართველოში – სად და რა ფასად შევძლებთ დასვენებას

საზაფხულო კურორტებითვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავი ზღვის სუბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა და განთქმული ქართული სამზარეულო – ქმნის საქართველოს ტურისტულ ქვეყანას. საქართველოს, როგორც ტურიზმისათვის საუკეთესო დანიშნულების ქვეყანას ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია მნახველთათვის.

საქართველოში უამრავი ზამთრისა და ზაფხულის კურორტია, რომელთაც ბევრი დანიშნულება აქვთ. გთავაზობთ, საზაფხულო კურორტებს, სადაც შეძლებთ დასვენებას და განტვირთვას ქალაქის ხმაურისგან.

საირმე

მინერალური და თერმული წყლებით მდიდარი საბადოები, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები, მთის კლიმატი, ეს ყველაფერი ერთად გხვდება ბალენგოლიურ კურორტ საირმეში, რაც მას მთელ ევროპაში გამოარჩევს და უნიკალურს ხდის. საირმე ბაღდათის რაიონში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს.საირმე ძირითადად სამკურნალო კურორტია თავისი მინერალური წყლით, გარდა ამისა, საირმეში გოგირდოვანი აბანოებია, სადაც შესაძლებელია გამაჯანსაღებელი მასაჟების გაკეთება და სხვადასხვა პროცედურების ჩატარება. ასევე, კურორტზე ფუნქციონირებს აუზებიც, კაფე-რესტორნებიც, სხვადასხვა გასართობი საშუალებებიც და ბავშვებისთვის შესაბამისი გასართობი ატრაქციონებიც. კურორტზე ერთადერთი კეთილმოწყობილი სასტუმრო „საირმეა”, სადაც ნომრის ფასები შემდეგ ნაირად მერყეობს:ერთადგილიანი – 59$ორადგილიანი (წინა ხედით) – 99$ორადგილიანი(უკანა ხედით) – 89$სამადგილიანი – 109$ხუთადგილიანი – 169$ასევე,კურორტზე დღემდე ფუნქციონირებს 80-იან წლებში აშენებული სასტუმროები: „უდაბნო” და „იმერეთი”, რომლებშიც ნომრის ფასები 45 ლარიდან იწყება. დამსვენებლებისთვის სპეციალური ოჯახური სასტუმროებიცაა, რომელთა ფასიც 10-15 ლარს შეადგენს და კოტეჯებიც, თუმცა კოტეჯები ძირითადად უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი.

წყალტუბო

წყალტუბო ბალნეოლოგიური კურორტია დასავლეთ საქართველოში. წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია, იგი ძალზედ ორიგინალური ჰიდროგეოლოგიური აგებულებით გამოირჩევა. განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, მოკლე ზამთრით და ცხელი ზაფხულით. წყალტუბო მდიდარია წლის რესურსებით, რომლის მთავარი არტერია მდინარე რიონია, შენაკადებით მდ. წყალტუბო და გუბისწყალი. წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო გახდა. კურორტ წყალტუბოს ტერიტორიაზე გშენებულია 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები. წყალტუბოს ტერიტორიაზე არის საქვეყნოდ ცნობილი სათაფლიის ნაკრძალი. წყალტუბოში დასვენება ძირითადად შესაძლებელია ოჯახურ სასტუმროებში, თუმცა არის ერთი თანამედროვე და ყველანაირად კეთილმოწობილი სასტუმრო Tskaltubo Plaza Hotel.სასტუმროს სტანდარტული ორადგილიანი ნომერი – 129,50 ლარი ამ ფასში შედის 3- ჯერადი კვება და სხვა დანარჩენი მომსახურეობა.

ბორჯომი

ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია აღმოსავლეთ საქართველოში. ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გურჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე მდებარეობს. ბორჯომი ნაძვნარის ტყეებით გარშემორტყმულია. ბორჯომში დასვენება მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განსაკურებით მნიშვნელოვანია, რადგან ჰავა გარდამავალია მთასა და ბარს შორის, ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და არც შეგუების პროცესია რთული. ბორჯომს გარშემო დიდი ტყის მასივები არტყია, რომლებიც ჰაერს ოზონით ამდიდრებენ. ჰაერი სუფთა და გამჭრვალეა, დღეღამური ტემპერატურა ზომიერად ცვალებადი. ასევე, ბორჯომში მდებარე მინერალურმა წყლებმა და სუფთა, ტენიანმა ჰაერმა განაპირობა ის ფაქტი, რომ ბორჯომი საუკეთესო საშვალებაა კოპლექსური დაავადებების სამკურნალოდ. ბორჯომში დასვენება შესაძლებელია ოჯახურ სასტუმროებში, სადაც ფასები 20ლ-დან 200ლ-მდე მერყეობს. ასევე, ბორჯომში მაღალი კლასის სასტუმროებია, სპეციალური შეთავაზებებით და პროგრამით. მაგ: Hotel Rixos Borjomi, Borjomi Apart Hotel, Borjomi Palace და ა.შ.

ბაკურიანი

ბაკურიანი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1700მ. ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვენლობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. მაისის თვის შუა რიცხვებიდან იწყება ნაძვის ყვავილობა, რომელიც ბრონქებისა და ფილტვების პრობლემების მქონე ადამიანებისათვის სამედიცინო დანიშნულების არის. ბაკურიანი ზაფხულში აქტიური დასვენების კუთხით მსოფლიოს 10 საუკეთესო კურორტს შორის მოხვდა. ზაფხულში კურორტზე შესაძლებელია კვადროციკლით გასეირნება, კლდეზე ცოცვა და სხვადასხვა ექსტრემალური გასართობით დროის საინტერესოდ გაყვანა. ბაკურიანში დასვენების მსურველებს სასტუმროების დიდი არჩევანი აქვთ: Bakuriani Resorts, Villa Georgia, Hotel Mgzavrebi, Snow Plaza, Travel In და ა.შ. ასევე, ბაკურიანში ოჯახური სასტუმროების მრავალფეროვანი არჩევანია.

ბახმარო

ბახმარო რესპუბლიკური მნიშვნელობის მაღალმთიანი კლიმატური კურორტია, რომელიც მესხეთის ქედზე მდებარეობს. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს,რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით. მაისის თვის შუა რიცხვებიდან ნაძვის ყვავილობა იწყება, რომელიც უშუალოდ ადამიანისთვის სამედიცინო დანიშნულების არის. საქართველოს კურორტებს შორის, ბახმარო ყველაზე მაღალი კურორტია. ბახმარო ზღვასთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ მისი ჰავა ზღვის კლიმატით არის შეზავებული, რაც მას არბილებს და განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბახმაროში ყოველწლიურად იმართება დოღი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები. ბახმაროში დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდია: ივლისი და აგვისტო. Hotel Bakhmaro – ეს არის ადგილი, სადაც ბახმაროს დამსვენებლები არაჩვეულებრივ დროს გაატარებენ.სასტუმროს ფასები შემდეგნაირად მერყეობს:ორადგილიანი ნომერი-100$სამადგილიანი ნომერი-150$ოთხადგილიანი ნომერი-200$ასევე, ბახმაროში მრავლადაა ოჯახური სასტუმროებიც.

შოვი

შოვი უზარმაზარ მთებს შორის მოქცეული კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 1520 მეტრზე, ზემო რაჭაში მდებარეობს. შოვში ზაფხული ზომიერად თბილია. სხვა კურორტებთან შედარებით შოვი უფრო ახალგზარდაა. მისი დამაარსებელია ცნობილი რევოლუციონერი ექიმი შამშე ლეჟავა. შოვში უამრავი ჯიშის ხე ხარობს: ფიჭვი, ნაძვი, წიფელი, შინდი, რცხილა, მუხა და ა.შ. შოვში მაინც მთავარი მინერალური წყლებია. კურორტის ტერიტორიაზე მინერალური წყლის თექვსმეტამდე ნაირსახეობაა აღმოჩენილი. შოვის წყლები სასმელადაც გამოიყენება და აბაზანებისთვისაც. შოვი განსაკუთრებით სასარგებლოა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. გარდამავალი ჰავა ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და ბავშვებს მასთან შეგუება არ უჭირთ. შოვში ჯერ კიდევ ორი ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი. ლეგენდის თანახმად, ერთი დავით აღმაშენებლის, მეორე კი თამარ მეფის მიერაა აშენებული. შოვი ასევე კლდეზე ცოცვისთვის ზედგამოჭრილი ადგილია. კურორტის ადგილმდებარეობა სპორტის ისეთი სახეობების განვითარების საშუალებას იძლევა, როგორიცაა ცხენით ჯირითი, სათხილამურო სპორტი, შოვის მთის მდინარეები საუკეთესოა ჯომარდობისთვის. შოვში დაუვიწყარი დღეების გასატარებლად Hotel Sunset Shovi დაგეხმარებათ, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ტექნოლოგიით, აუზებით, კაფე-რესტორნებით და ა.შ.
ასევე, შოვში მცირე ზომის კოტეჯები და ოჯახური სასტუმროები გიმასპინძლებენ.

მწვანე კონცხი

მწვანე კონცხი, ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია საქართველოში, რომელიც ბათუმიდან 9კმ-ის დაშორებით მდებარეობს და განლაგებულია ზღვის დონიდან 70-92მ. სიმაღლეზე. ისტორიულად ამ ადგილს „სასირე ყელი” ეწოდება. სახელწოდება „მწვანე კონცხი”, მისი მარადმწვანე საფარველის გამო მისმა დამსვენებლებმა უწოდეს. სწორედ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობზეა გაშენებული მსოფლიო მნიშვნელობის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მდიდარია სუბტროპიკული და ტროპიკული მცენარეებით. მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილია ცურვის, მზის აბაზანების და დაივინგის მოყვარულებისთვის. მწვანე კონცხზე ყველა პირობაა შექმნილი აქტიური დასვენებისთვის. მწვანე კონცხში ოჯახური სასტუმროები, კოტეჯები და მცირე ზომის ჰოსტელები გიმასპინძლებთ.

ნუნისი

ნუნისი იმერეთში, მესხეთის ქედის ჩრდილო კალთაზე მდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტი არსებობს 1856 წლიდან. იგი ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყლებით. ნინუსის წყლის მეშვეობით შესაძლებელია კანისა და ნერვულ ნიადაგზე დაავადებების მკურნალობა.გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფოტვებისა და ბრონქებისთვის. ნუნისი ნამდვილად შეუდარებელი ადგილია განტვირთვისა და რელაქსაციისთვის.

აბასთუმანი
წიწოვანი ტყით დაფარული მესხეთის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს ცნობილი კლიმატური ბალნეოლოგიური კურორტი აბასთუმანი, რომლის კლიმატი უებარი საშუალებაა ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. განსაკუთრებით, სასარგებლოა გაზაფხულის სეზონი, როდესაც ფოჭვი დამტვერვას იწყებს. აბასთუმანში ახლადგახსნილი სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს:2 ადგილიანი ნომერი – 60 ლარი/ღამეში3 ადგილიანი ნომერი – 70ლარი/ღამეშიიზოლირებული პირველი სართული – 100ლარი/ღამეში3-ჯერადი კვება ერთი ადამიანი – 30ლარი/ღამეში*3წლამდე ბავშვებისთვის კვება უფასო, 6 წლამდე ბავშვებისთვის დღეში 15 ლარი.

0
0
(Visited 229 times, 1 visits today)

კომენტარები