ვანის სოფელ ყუმურში გამგებელი მოსწავლეებს ნაგვის ურნების დადგმას დაპირდა

ვანის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ  “კოლიბრის” წევრები ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში – ტარიელ ადეიშვილს და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს – რომან თვალაბეიშვილს შეხვდნენ.

“ვისაუბრეთ იმ ნაგვის კერებზე რომელიც ასე თვალსაჩინოა ჩვენს სოფელში. ბატონი ტარიელი შეგვპირდა ნაგვის ურნების შემოტანას, როგორც კი ასფალტის საგარი დაიგება, მაქსიმუმ აგვისტოში.ნაგვის მანქანა ივლის კვირაში ორჯერ და აი დღეების შესახებ მოსახლეობას წინასწარ ეცოდინება. მათ შეეძლებათ ნაგავი დადონ გზის პირას დადონ ტომრებში, რომელსაც ნაგვის მანქანა აკრეფს და წაიღებს” – ამბობს ეკო-კლუბის ლიდერი, ხატია ოჩხიკიძე.

წყარო: http://forestry.ge

0
0
(Visited 360 times, 1 visits today)

კომენტარები