ვანი გახდება ტურისტული ჰაბი – გიორგი ლილუაშვილი …

„ვანი აუცილებლად გახდება ტურისტული ჰაბი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ლილუაშვილმა „მარშალპერსთან“ საუბრისას განაცხადა:

„ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი იქნება ვანი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს იქ დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს არის 14 მილიონიანი პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. ეს არის არქეოლოგიური მუზეუმის და მისი ინფრასტრუქტური შექმნა. ეს არ იქნება მხოლო სამუზეუმო ფუნქციით აღჭურვილი ინფარსტრუქტურა, იქნება საგამოფენო ცენტრები, საკონფერენცი ცენტრი, რაც მოგვცემს საფუძველს და საშუალებას, რომ ვანის არქეოლოგიის უძვირფასესი ნაწილი, რომელიც დღეს ეროვნულ მუზეუმში ინახება, ასე ვთქვათ ჩავიტანოთ ვანში გამოვფინოთ, მივიზიდოთ მეტი ტურისტი.

ახლა მიმდინარეობს ქალაქის კანალიზაციის პროექტის დამუშავება, მომავალ წელს დაიწყება წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამის შემდეგ კეთილმოეწყობა ქუჩები, ფასადები, სკვერები და ა.შ.

ქალაქ ვანსა და ვანის რაიონს ამ მიმართულებით დიდი პერსპექტრივა აქვს. ასევე გრძელდება მუშაობა ბალნეოლოგიური კურორტების აღორძინების მიმართულებით. ორი არაჩვეულებრივი ბალნეოლოგიური კურორტია ამაღლებისა და სულორის კურორტების სახით, უდიდესი პოტენციალის მატარებელი რესურსია რაიონისთვის და ყველაფერ ამის გამოყენებას ვფიქრობთ და შევეცდებით უახლოესი წლების განმავლობაში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

0
0
(Visited 393 times, 1 visits today)

კომენტარები