‘ვერ ვსუნთქავთ, ქალაქში ყოველი მესამე ონკოლოგიური დაავადების მქონეა,’- ზესტაფონელთა პრობლემები

ზესტაფონში მცხოვრებლები მუნიციპალიტეტში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ.

ადგილობრივების თქმით, ქალაქში არსებული “ფეროშენადნობთა” ქარხნის გამონაბოლქვის გამო, ისინი საცხოვრებელი სახლის ფანჯრებს უკვე წლებია ვერ აღებენ.

ზესტაფონის მკვიდრების თქმით, ქალაქის ქუჩებში გავლა უფრო რთული საღამოს საათებშია, რადგან მუქი შეფერილობის კვამლი ქარხნის საკვამურებიდან, განსაკუთრებით საღამოს ამოდის.

“ამ ქალაქში ყოველი მესამე ადამიანი ონკოლოგიური დაავადებების მქონეა. საღამოს 6 საათის მერე სახლში ფანჯარას ვერ ვაღებთ, რადგან შავი ფერის კვამლი პირდაპირ ოთახებს იკავებს. სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ, ხშირად ეზოში ჩასვლა მინდა, შვილიშვილების გასეირნება, მაგრამ ეს ამ ქალაქში შეუძლებელია. შემაწუხებელი შავი კვამლის გამო ვერც ისუნთქებ და სახლში კიდევ გაშავებული ახვალ,”- ამბობს მაყვალა იობიძე.

ზესტაფონის “ფეროშენადნობთა” ქარხანა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საკუთრებაში შედის. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გუშინ შპს “ჯორჯიან მანგანეზს” სპეციალურ მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი დაუნიშნა, რადგან გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული კომპანია ჭიათურასა და ზესტაფონში გარემოს აბინძურებს, შენიშვნების მიუხედავად კი, ძველი მენეჯმენტი პრობლემებს არ აგვარებდა.

0
0
(Visited 95 times, 1 visits today)

კომენტარები