ზესტაფონში გარევაჭრობის აკრძალვა არ იგეგმება (ფოტო)

გარევაჭრობა წლებია მოუგვარებელ პრობლემად რჩება ზესტაფონში. უკანონო ვაჭრობის ხშირი ფატქები რუსთაველისა და ჭანტურიას ქუჩაზეა, სადაც დიდი რაოდენობით კომერციული ფართებია თავმოყრილი.

მოვაჭრეების თქმით ისინი ქუჩაში კლიენტების სიმცირემ გამოიყვანა, რის გამოც ჯერ ტროტუარზე, ხოლო შემდეგ მანქანის სავალ ნაწილზე გადმოინაცვლეს.

“ადრე ბაზარში ვაჭრობდი, მაგრამ იქ კლიენტები ნაკლებად შემოდიან და იძულებული გავხდი გარეთ გამომეტანა ჩემი დახლი. რომ არ მიჭირდეს აქ ხომ არ დავდგებოდი. ხელისუფლების მხრიდა არავინ მოსულა და არ გაუფრთხილებივართ. ჯერ სამუშაო ადგილები შექმნან და მერე დაამყარონ წესრიგი,” – ამბობს გარემოვაჭრე, ნანა ნებიერიძე.

ზესტაფონის გამგეობის პარკირების რეგულირების სამსახურის თანამშრომლის, ოლეგი მესხის თქმით, ქუჩაში გამოტანილი საქონელი ხელს უშლის ტრანსპორტის გადაადგილებას, რის გამოც ხშირია საცობები და ავარიული სიტუაციები.

“მესმის, რომ გარევაჭრობა დასჯადი პროცესია, მაგრამ ქართველებს გვიჭირს კანონის დაცვა. მოვაჭრეების მდგომარეობაშიც შევდივართ, ვეცდებით ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს,” – ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ერემია სალაძე.

მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში კი განმარტავენ, რომ გარევაჭრობის კუთხით ზესტაფონში უახლოეს მომავალში ცვლილება არ იგეგმება.

“კონკრეტული გეგმა არ გვაქვს შემუშავებული, ზემოდანაც არანაირი მითითება არ გვაქვს. შევეცდებთ ეს პრობლემა ისე მოგვარდეს, რომ არავინ დაზარალდეს,” – ამბობს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, მამუკა მახათაძე.

რა მდგომარეობაა ზესტაფონში გარევაჭრობის შედეგად რუსთაველისა და ჭანტურიას ქუჩაზე იხილეთ ქუთაისიპოსტის ფოტოებზე:

გარემოვაჭრეების დახლებისგან თბილისის რამდენიმე ცენტრალური უბანი უკვე გათავისუფლდა. მათი დემონტაჟი მოხდა

წყარო: kutaisipost.ge

0
0
(Visited 79 times, 1 visits today)

კომენტარები