სამტრედიის რაიონის ტოლების თემში უძველესი ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩინეს

ტოლების თემის მოსახლეობა მოულოდნელი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. ადგილობრივების სურვილი, სოფელში პატარა სალოცავის აგების შესახებ, იდეის გაჩენიდან რამდენიმე ხანში შეიძლება რეალობად იქცეს. ტოლების თემთან მდებარე მთაზე უძველესი ეკლესიის ნანგრევები იქნა აღმოჩენილი.
მოსახლეობამ საქმის კურსში ადგილობრივი ხელისუფლება, ნოღის ტაძრის წინამძღვარი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჩააყენა. სწორედ ვალერი ფოცხვერიას ინიციატივით, საქმეში სპეციალისტები ჩაერთნენ. არქეოლოგებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სოფლის მოსახლეობასთან და აღნიშნული თემით დაინტერესებულ პირებთან ერთად ტერიტორია შეისწავლეს.
პირველადი ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სპეციალისტების განცხადებით, სავარაუდოდ აღმოჩენილია თამარის ეპოქის ეკლესიის ნანგრევები და სამარხი. თუ ვის ეკუთვნის სამარხი და კონკრეტულად რომელი საუკუნის ძეგლის აღმოჩენა მოხდა, ყველაფერი სპეციალური კვლევის ჩატარების შემდეგ დასკვნის სახით დაიდება. სამომავლოდ პერსპექტივაში გა

თვალისწინებულია ტოლების თემის მოსახლეობის სურვილის რეალობად ქცევა, კერძოდ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ეკლესიის აშენება.
საკითხი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მმართველთან, მეუფე საბასთან და ყველა ინსტანციის ხელმძღვანელობასთან შეთანმხდება.091

 

წყარო: http://samtredia.com.ge/

0
0
(Visited 63 times, 1 visits today)

კომენტარები