ვანში კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმი შენდება

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში საქართველოს კათალიკოს-პარტიარქის, კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმი აშენდება.

პროექტზე მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წლის აპრილში 96 865 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი (SPA170005697) გამოაცხადა. თანხის ნაწილი, 65 900 ლარი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაიხარჯება, დანარჩენს კი ადგილობრივი ბიუჯეტი დაფარავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

რგფ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ვანის მუნიციპალიტეტში სულ 2 806 400 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

კალისტრატე ცინცაძე 1866 წლის 12 აპრილს მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა.

1932 წლის 21 ივნისს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, მისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება მოხდა.

კალისტრატე ცინცაძე 1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში აღესრულა. მისი ნეშტი სიონის საკათედრო ტაძარში, პარტიარქების: კირიონ II-ის, ლეონიდეს, ამბროსისა და ქრისტეფორეს გვერდით დაკრძალეს.

0
0
(Visited 316 times, 1 visits today)

კომენტარები