ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გორას მოსახლეობა გზას ითხოვს.

„სასწრაფოს რომ გამოვიძახებთ, ექიმი პაციენტამდე ხელით მიგვყავს და ვეუბნებით: აგერ ბატონო ნემსი და გაუკეთეთ-თქო“

სოფლის ერთ-ერთ-ღვიტიძეების უბანში უგზოობა მოსახლეობას წლებია აწუხებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ წვიმაში ბავშვებს სკოლაში ვერ უშვებენ, ხოლო ავადმყოფის დასახმარებლად გამოძახებული სასწრაფო დახმარება უგზოობის გამო პაციენტთან მისვლაზე უარს ამბობს.

„წლებია ამგვარ დღეში ვართ. არჩევნებზე მოვლენ, დაგვპირდებიან, გაგიკეთებთო, შემდეგ მიდიან და არავის ვახსოვართ. ბავშვები ტალახში ისვრებიან და სკოლაში ვერ მიდიან. ერთხელ დაყარეს ორი მანქანა ხრეში და თქვეს, მეტი არ გეკუთვნითო. სასწრაფოს რომ ვიძახებთ, ექიმი ხელით მიგვყავს პაციენტთან და ვეუბნებით, აგერ ნემსი და გაუკეთეთ-თქო. გამგებელს ხომ საერთოდ არ ვიცნოთ ვინ არის. არ დაინტერესებულა ჩვენი პრობლემით,“ – აცხადებს სოფელ შუა გორას მკვიდრი შმაგი გოგოტიშვილი.

სოფელ შუა გორას გამგებელი ბადრი ადეიშვილი მოსახლეობის პრობლემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სოფელში გზის მოწესრიგების მიზნით სამუშაოები ორ კვირაში დაიწყება.

წყარო:topnews.com.ge

0
0
(Visited 348 times, 1 visits today)

კომენტარები