ვანის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა

ვანის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი გოგონა საკუთარ სახლში დედამ იპოვა. გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

0
0
(Visited 1,284 times, 1 visits today)

კომენტარები