ვანელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ მორიგი ორთაბრძოლა მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ინგლისის ქალაქ ლიდსში გამართულ შეხვედრაში 37 წლის ხურციძემ ბრიტანელი ტომი ლენგფორდი მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

ლენგფორდი ბრძოლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ მსაჯისა და ექიმების გადაწყვეტილებით, ის შეხვედრის გასაგრძელებლად მზად არ იყო და ბრძოლიდან მოიხსნა, რის შემდეგაც მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი ქართველ სპორტსმენს დარჩა. მოპოვებული ჯილდოს დასაცავად ავთანდილ ხურციძეს უახლოეს მომავალში კიდევ ერთ ბრიტანელ მოკრივესთან მოუწევს დაპირისპირება. 37 წლის ქართველი სპორტსმენის მეტოქე ამჯერად ბილი ჯო სონდერსი იქნება.

1
1
(Visited 913 times, 1 visits today)

კომენტარები