ზოგს ბანკიდან გამოაქვს კრედიტი და მიწას ისე ამუშავებს,’- სოფლად მაცხოვრებლებს მიწების დამუშავებაში სახელმწიფო აღარ დაეხმარება

სოფლად მაცხოვრებლები საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებისათვის აგრო ბარათებს აღარ მიიღებენ. პროგრამა, რომელსაც ხელისუფლება 4 წლის განმავლობაში ახორციელებდა, მიმდინარე წელს აღარ გაგრძელდება.

იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სოფელში მაცხოვრებლები საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დამუშავება სესხით ან ბანკიდან გამოტანილი კრედიტით უწევთ.

ანალოგიური პრობლემაა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხშიც. როხის გამგებლის ლევან კაცაძის განცხადებით, მიწების დასამუშვებლად სოფელში ხელისუფლებისგან მიმაგრებული ორი და ადგილობრივების საკუთრებაში არსებული რამდენიმე ტრაქტორია, თუმცა მოსახლეობა მიწების დამუშავებას თანხის უქონლობის გამო ვერ ახერხებს.

“იციან მოქალაქეებმა, რომ აგრო ბარათები წელს აღარ დარიგდება. უჭირთ მიწების დამუშავება. ზოგს ბანკიდან გამოაქვს კრედიტი და ისე ამუშავებს მიწას,” – აცხადებს ლევან კაცაძე.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge მოქალაქეების პრობლემასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რომ საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება ფერმერთა გაძლიერებას ემსახურებოდა. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამიერიდან ფერმერებმა კუთვნილი ნაკვეთების დამუშავება დამოუკიდებლად უნდა შეძლონ

0
1
(Visited 94 times, 1 visits today)

კომენტარები