ხონში მდებარე დიდღვაბუნას ტბა რუბრიკაში ‘ჩემი იმერეთი’

ტბა მდებარეობს სოფელ ხიდის ჩრდილოეთით, მდინარე დიდღვაბუნას აუზში, ზღვის დონიდან 430 მეტრზე. სოფელ ხიდიდან ტბისკენ მიემართება ქვიანი საავტოომობილო. სოფლიდან ტბამდე მანძილი 4 კმ-ია. დიდღვაბუნას კარსტული წარმოშობის ტბაში ჩაედინება რამდენიმე ნაკადი, ხოლო ტბიდან გამოედინება ერთი ნაკადი. ტბა ჩრდილეოთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია დაახლოებით 150 მეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ შედარებით მცირე მანძილზე. დიდღვაბუნას ტბაში ჩაედინება რამდენიმე ნაკადი, ხოლო დიდღვაბუნას ტბიდან გაედინება მდინარე დიდღვაბუნის ღელე, რომლის მთლიანი სიგრძე 3 კილომეტრია. მდინარეს აქვს ერთი მარცხენა შენაკადი, ხოლო მის მარჯვენა მხარეს აუზში გაედინება 4 მარჯვენა შენაკადი. ის მდინარე ცხენისწყალს მარჯვენა მხარეს უერთება სოფელ ხიდთან ზღვის დონიდან 195 მეტრზე.
http://i.imgsafe.org/dae9803305.jpg
დიდღვაბუნის ტბის მიმდებარე ტერიტორია ლამაზია წლის ნებისმიერ დროს, ხოლო განსაკუთრებით ლამაზი ხედებია შემოდგომაზე ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში. დიდღვაბუნის ტბის მახლობლად ერთი საუკუნის წინ სოფელი მდებარეობდა, რამდენიმე კომლით და მუდმივი მოსახლეობით. XX-ე საუკუნეში აქედან მოსახლეობა გადაასახლეს მესხეთში და სოფელი დაცარიელდა. დღეისათვის დიდღვაბუნადან გადასახლებული მოსახლეობა ადიგენის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, ხოლო რამდენიმე ადამიანს საცხოვრებელი მუდმივად დიღვაბუნას ტბის ჩრდილოეთით აქვს. ტბის ჩრდილო-დასავლეთით არის ნასოფლარი ჟუშკი. დიდღვაბუნის ტბისკენ მიმავალ გზაზე ცხინისწყლის შესართავში მდებარეობს ადრეფეოდალური ხანის სიმაგრე. დიდღვაბუნას დიდი ციხე აკონტროლებდა ცხენისწყლის ხეობაში გამავალ ლეჩხუმიდან ბარში მიმავალ გზას.

დიდღვაბუნის ტბის ჩრდილოეთით, ასხის მასივის სამხრეთ დაბოლოებაზე არის ერთ-ერთი გამორჩეული კარსტული ქვაბული თურჩუ-გამოსადივარი, სადაც მდინარე გამოსადივარი მღვიმიდან გამოედინება და რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ისევ მიწისქვეშეთში ჩაედინება. აქ არსებული მღვიმეები ერთმანეთთან დაკავშირებულია გვირაბების რთული სისტემით და მათი სავარაუდო სიგრძე 15 კილომეტრს აღწევს.

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ისტორიული კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილია. დაბა ხონის წარმოშობა და განვითარება დაკავშირებულია ამ ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო–საქარავნო გზებთან. დღემდე შემორჩენილია “ბუმბუას ხიდის” ბურჯი მდინარე ცხენისწყალზე. აქ ძველი წელთაღრიცხვით 65 წელს რომაელ სარდალს პომპეუსს გაუვლია და აუგია ასაწევი ხიდი. შემორჩენილია კიდევ რამდენიმე ნახიდარიც. გნეუს პომპეუს მაგნუსი (ძვ.წ.106- ძვ.წ.48) იყო რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე, მდიდარი და გავლენიანი პატრიუციუსი. პირველი ტრიუმვირატის წევრი. ამავე სოფელში შემორჩენილია ობუჯის წმინდა გიორგის საყდარის ნანგრევები, რომლის დანგრევა მურვან ყრუს ლაშქრობისას უნდა მომხდარიყო. XIX ს. 60-იან წლებში, გორდს ეწვია რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II. მან გამოგზავნა რკინის ხიდი, რომელიც სოფელს ემსახურა 1985 წლამდე.

წყარო: topnews.com.ge

1
1
(Visited 552 times, 1 visits today)

კომენტარები