მეზობლის მანქანის გამო, ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახს დახმარება მოუხსნეს

ქუთაისში მცხოვრები გეგეშიძეების მრვალშვილიანი ოჯახი საარსებო წყაროს გარეშეა დარჩენილი. სოციალური შემწეობა, რომლითაც ოჯახი ოთხ შვილს არჩენდა, გეგეშიძეებს მეზობლის მანქანის გამო მოუხსნეს.

ლელა გეგეშიძე ამბობს, რომ მეზობელმა მათ ეზოში მანქანა გარეცხა და გასაშრობად დატოვა, რა დროსაც გეგეშიძეებს სოციალური აგენტი ესტუმრა. აგენტმა მანქანა ოჯახის საკუთრებად ჩათვალა და ოჯახს დახმარება მოუხსნა.

“მართლა არ ვიცი რ უნდა ვქნათ. 7 წევრი ვართ ოჯახში. არც ერთი ვმუშაობთ. ოთხი ბავშვი მყავს. ამ დახმარების იმედი მქონდა. ახლა რით ვარჩინო შვილები? მეზობემაც აუხსნა სოციალურ აგენტს, რომ მანქანა მისი იყო, თუმცა აგენტმა დეკლარაციაში მაინც ჩაწერა. ასეთი უსამართლობა როგორ შეიძლება სახლიც კი არ გაგვაჩნია ჩვენი, ახლობლის სახლს ვაფარებ თავს,” – ამბობს ლელა გეგეშიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ ოჯახმა ცენტრს უნდა წარუდგინოს საბუთი, რომლის თანახმად მანქანა მათ არ ეკუთნის. ამის შემდეგ სოციალური აგენტები გეგეშიძეების საქმეს გადახედავენ.

წყარო: http://topnews.com.ge

0
0
(Visited 79 times, 1 visits today)

კომენტარები