ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებმა მგზავრობა თვითნებურად გააძვირეს

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტზე დასაქმებული მძღოლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა. როგორც ცნობილი ხდება, მათ მუშაობა განაახლეს, თუმცა გაზრდილი ტარიფით.

მგზავრობის საფასურის გაზრდის მოთხოვნით საქალაქო ტრანსპორტზე დასაქმებული მძღოლების აქცია ქუთაისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორი დღის განმავლობაში მძღოლებსა და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ორჯერ გაიმართა, თუმცა ორივე ჯერზე უშედეგოდ დასრულდა.

მძღოლების ნაწილის მიერ მუშაობის თვითნებურად გაზრდილი ტარიფით განახლების შემდეგ, განცხაება გაავრცელა ქუთაისის მერიამ.

“მგზავრობის საფასურის გაზრდის მოთხოვნით ორი დღეა ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების არასანქცირებული აქცია მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ შეწყდა პროტესტი და სამარშუტო ტაქსების ნაწილი გაზრდილი ტარიფით ემსახურება მგზავრებს. ტარიფის გაზრდა თვითნებურად მოხდა, რაც კანონდარღვევაა. მერიას აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. თუ მძღოლი გაზრდილი ტარიფით მოითხოვს მგზავრობის საფასურის გადახდას, გვაცნობეთ ცხელ ხაზზე 242651,” – ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მგზავრები ტარიფის ზრდას 10 თეთრით ითხოვდნენ.

წყარო:http://topnews.com.ge

0
0
(Visited 245 times, 1 visits today)

კომენტარები