მძღოლები და ქუთაისის მერია ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ

ქუთაისის მერიის წარმომადგენლებსა და მძღოლებს შორის მოლაპარაკება დასრულებულია. თუმცა, უცნობია მოახრეხებენ თუ არა შეთანხმებას მხარეები.

დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრის მიუხედავად, მძღოლებმა ამ დრომდე არ იციან გააგრძელებენ თუ არა ხვალ მუშაობას.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ქალაქის ხელისუფლება მათ მიერ  მძღოლებისთვის შეთავაზებულ წინადადებებზე თანხმობას ელოდებიან.

შეთანხმდებიან თუ არა მძღოლები და ქალაქის ხელისუფლება ახალ პირობებზე, სავარაუდოდ, ხვალ, 7 მარტს გახდება ცნობილი.

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები დღეს დილიდან გაიფიცნენ. ისინი მგზავრობის ღირებულების 0.10 ლარით გაზრდას ან ყოფელდღიური გეგმის 10 ლარით შემცირებას ითხოვენ.  ქალაქის ვიცე-მერმა მათ საინიციატივო  ჯგუფის შექმნა და მოლაპარაკება ურჩია.

წყარო: http://www.kutaisipost.ge

0
0
(Visited 100 times, 1 visits today)

კომენტარები