კომპანია GDG ვანში სასტუმროს და ქარხანას აშენებს

კომპანია GDG ვანში სასტუმროს და ქარხანას აშენებს, როგორც კომპანიის დირექტორი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას განმარტავს, უახლოეს პერიოდში შემუშავდება ქალაქ ვანის განვითარების გეგმა, რის შემდეგაც ქალაქის მიმართ დაინტერესება გაიზრდება. კერძოდ, ბეჟან წიქაძე ამბობს, რომ ვანში ევროპული დონის მუზეუმი შენდება, რის ფარგლებშიც ქალაქი კონფერენციებს და სიმპოზიუმებს ხშირად უმასპინძლებს.

სასტუმრო მცირე ზომის იქნება და მასში საუნა, საცურაო აუზი, ევროპული ტიპის ბარი და საკონფერენციო დარბაზი განთავსდება. სასტუმროს ასაშენებლად კომპანიას მიწა უკვე შეძენილი აქვს.

ბეჟან წიქაძე პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობასაც გეგმავს.

“საწარმოში, რომელიც ვანში გაიხსნება იწარმოება ბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული სხვადასხვა მასალები, არმატურა, – რომელიც ევროპაში საკმაოდ აქტიურად იყიდება. გახსნას ზაფხულში ვგეგმავს, ეკონომიკის სამინისტროს მივმართავთ, რომ ქალაქში მდებარე მიტოვებული ქარხნის შენობა გადმოგვცეს. თავდაპირველად ადგილზე 30 ადამიანი დასაქმდება, სამომავლოდ კი ეს ციფრი 300-350 პირამდე გაიზრდება. ამასთან, საწარმოში დამზადდება სპეციალური ძაფები, რომლის გამოყენებაც ვენახში ვაზის დასამაგრებლად მავთული ნაცვლად შეიძლება. აღნიშნული ძაფი მავთულისგან განსხვავებით არ დაიჟანგება. ქარხანაში ბეტონის შემცვლელი მასალაც დამზადდება”, – განმარტავს ბეჟან წიქაძე. მისივე თქმით, პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება მორგებული.

0
0
(Visited 540 times, 1 visits today)

კომენტარები