ქუთაისის აეროპორტში მამაკაცი დააკავეს-დაკავებულს დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული დ.ფ. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 4,42221 გრამ მეტადონს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

0
0
(Visited 155 times, 1 visits today)

კომენტარები