ვანელი მოსწავლეები ერთმანეთს ‘მან სან კანის’ ჩემპიონატში დაუპირისპირდნენ

ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით და იმერეთის „მან-სან-კანის“ ფედერაციის ორგანიზებით „მან-სან-კანის“ ჩემპიონატი გაიმართა.

ფესტივალში ჩართული და ყველაზე მხიარულის და საზრიანის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდა ვანის მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლის გუნდი:

ზეიდრის საჯარო სკოლის, შუამთის საჯარო სკოლის, N1 საჯარო სკოლის; N2 საჯარო სკოლის, შუა გორას საჯარო სკოლის, მთისძირის საჯარო სკოლის გუნდების მონაწილეები გამჭრიახობაში და იუმორში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

მონაწილეთა შეფასებას ახდენდა კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ:

იუმორისტული გუნდის „იშვიათი იმერლების“ წევრები: თემო ნიქაბაძე-იგივე კაკოვიჩი და გივი პაპავა
იმერეთის „მან-სან-კანის“ ფედერაციის პრეზიდენტი-რამაზ კილასონია;
კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ხათუნა სოსელია და სალომე ფახურიძე.

ჟიურის მიერ დაწერილ ჯამური შეფასების მიხედვით 43 ქულით გაიმარჯვა ზეინდრის საჯარო სკოლის გუნდმა „VIP“, რომელსაც ჩემპიონატის თასი და გამარჯვებულის სიგელი გადაეცა.

თამაშში აგრეთვე გამოვლინდა საუკეთესო მონაწილე ბიჭი შუამთის საჯარო სკოლის გუნდიდან-ლუკა ივანიაძე და საუკეთესო მონაწილე გოგო ზედა ვანის საჯარო სკოლის გუნდიდან მარიამ ადეიშვილი.

კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური მადლობას უხდის მონაწილე სკოლების დირექტორებს მოსწავლეთა ჩართულობისათვის, რომ საშუალება მისცეს გაეცნოთ თანატოლები და განევითარებინათ საკუთარი უნარ-ჩვევები.

სამსახური ულოცავს I ადგილზე გასულ რაიონის ჩემპიონ გუნდს ადგილობრივ დონეზე მოპოვებულ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მომავალში დაგაგეგმილ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის სუპერფინალში, სადაც გამარჯვებული გუნდი და რაიონში შეჩეული საუკეთესო მოთამაშეები დასასვენებლად გაემგზავრებიან ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკში 10 დღით.

მხიარულთა და საზრიანთა კლუბების თამაშს საქართველოში მრავალწლიანი ისტორია აქვს. აღნიშნული პროექტის ამოცანებია:
• მან-სან-კანის უფრო მეტად პოპულარიზაცია;
• ნიჭიერი ახალგაზრდა იუმორისტების და მსახიობების აღმოჩენა;
• დროის ალტერნატიული საშუალების შეთავაზება ახალგაზრდებისათვის.

 

http://topnews.com.ge/

0
0
(Visited 286 times, 1 visits today)

კომენტარები