ბუდაპეშტში ჯავშანტექნიკა შეიყვანეს

ბუდაპეშტში, კათოლიკური შობის წინ, ტერაქტების შიშის გამო ჯავშანტექნიკა შეიყვანეს. ამას გარდა, ქალაქში პოლიციელებისა და ანტიტერორისტული ცენტრის აგენტების გაზრდილი რაოდენობა შეიმჩნევა.

ქალაქში ავტომატიანი პოლიციელები პატრულირებენ.

უნგრეთის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში უსფრთხოების ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შანდორ პინტერმა მიიღო.

ცნობილია, რომ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული საშობაო ბაზრობაზე. გაძლიერებულია რუსეთისა და გერმანიის საელჩოების დაცვაც.

0
0
(Visited 88 times, 1 visits today)

კომენტარები