საჩხერეში, ტყიდან გამოქცეული შველი მოქალაქესთან დაბინავდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში, ზაბახიძეებმა საკუთარ ეზოში შველი იპოვეს. ფაქტის შესახებ მირიან ზაბახიძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საჩხერის გამგეობას აცნობა.

“სავარაუდოდ შველმა ტყიდან სოფლამდე სამ კილომეტრამდე მანძილი გვიან ღამით გაიარა, რადგან ცხოველის დაუძლურების გამო ტყეში მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა, ამიტომ აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ შველი დროებით სოფელ სარეკში, გურამ აბრამიშვილთან დაბინავდეს. ხოლო გამოჯანმრთელების და ამინდის გაუმჯობესებისთანავე შველს კვერეთის ტყეში დააბრუნებენ. გურამ აბრამიშვილი სარეკის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელის პოზიციაზე მუშაობს, მას ხოხბების ფერმაც აქვს, სადაც ამ ეტაპზე სამი სახეობის 50-მდე ხოხობს უვლის,” – აცხადებენ საჩხერის მუნიციაპლიტეტის გამგეობაში.

თავად მირიან ზაბახიძე ამბობს, რომ შველთან სხვაგვარად მოქცევა და მისი მოკვლა არ უფიქრია, რადგან შველი მისი ოჯახის მეკვლე აღმოჩნდა.

0
0
(Visited 113 times, 1 visits today)

კომენტარები