‘საწვავზე ფასების მატება ყველაფრის გაძვირებას გამოიწვევს,’- მძღოლების აქცია ქუთაისში

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლები ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდასა და საწვავის ფასების მატებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, საწვავზე ფასების მატება ქვეყანაში გადაადგილებას შეუძლებელს გახდის.

„ეს პრობლემა არ არის მხოლოდ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლების პრობლემა. ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით და ხელისუფლებას არ მივცემთ ასეტი აბსურდული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. თუ საჭირო გახდება, უფრო მეტი გავხდებით და მასობრივ აქციებს მოვაწყობთ,“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი როხვაძე.

ცნობისთვის, მსგავსი მოთხოვნებით მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა აქცია თბილისშიც გამართეს.

0
0
(Visited 72 times, 1 visits today)

კომენტარები