ქუთაისის მერიისგან დაბლოკილი ქუთაისელი მომღერლები

ქუთაისის მერიამ ქალაქის საახალწლოდ მორთვა დაიწყო. პარალელურად, მერიის კულტურის განყოფილება საახალწლო კონცერტის დეტალებს ადგენს.

როგორც ცნობილია, 2017 წლის დადგომას ქუთაისელებს თბილისიდან ჩამოყვანილი მომღერლები მიულოცავენ. კონკრეტულად ვისზეა საუბარი, ქუთაისის მერიაში აღნიშნულზე ამ დროისთვის არ საუბრობენ. ვიდრე მერია საკითხზე დუმს, ადგილობრივ ხელისუფლებას ადგილობრივი შემსრულებლები მიმართავენ.

ალეკო სვანაძე, რომელიც ჯგუფ „ზეგ“-ის წარმომადგენელია, ამბობს, რომ მათ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოწყობილ კონცერტებზე არასდროს უმღერიათ. სვანაძე ამბობს, რომ ქუთაისის მერიას ადგილობრივი შემსრულებლების დაფასებას, თბილისიდან მომღერლების ჩამოყვანაში ათასობით ლარის გადახდა ურჩევნია.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყურადღება საერთოდ არ არის. ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ჩვენით ვაკეთებთ. კარგი იქნება, თუ ადგილობრივი ხელისუფლება ადგილობრივ შემსრულებლებს მეტ ყურადღებას დაუთმობს,“ – ამბობს ალეკო სვანაძე.

ანალოგიურზე საუბრობს ჯგუფ „რევანში“-ს წარმომადგენელი გიორგი გურეშიძე. გურეშიძის თქმით, ადგილობრივი შემსრულებლები ხელისუფლების მხარდაჭერას ვერ გრძნობენ.

„არ ვიცი რა არის ამის მიზეზი. ალბათ მერიას ხელოვანების მიერ მისი მისამართით გამოთქმული პროტესტი არ მოსწონს. ჯერ შენიანი უნდა დააფასო და მას დაეხმარო განვითარებაში,“ – ამბობს გიორგი გურეშიძე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ საახალწლო კონცერტისა და ზოგადად, საახალწლო ღონისძიებების დეტალები მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

წყარო:http://topnews.com.ge/

0
0
(Visited 98 times, 1 visits today)

კომენტარები