სავალუტო ჯიხურებში დოლარი 2, 70 ღირს

სავალუტო ჯიხურებში სავალუტო კურსი დღის მანძილზე უკვე მესამედ შეიცვალა. ლარი რამდენიმე წუთის ინტერვალით უფასურდება. ამ დროის მონაცემებით ერთი დოლარი ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში 2.70 ლარი ღირს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მონაცემებით, რომელიც გუშინ დაადგინა და დღეს მოქმედებს, ერთი დოლარი 2.5352 ლარი ღირს. სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში დღის მანზილზე დოლარის ღირებულება, სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება. ეკონომისტები ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ ჩაერიოს სავალუტო ბაზრის რეგულირებაში.

 

0
0
(Visited 173 times, 1 visits today)

კომენტარები