ზესტაფონში დავით ყიფიანის თასზე “ტორპედო”–”მერანის” ფინალური შეხვერდა გაიმართება

2016 წლის 22 ნოემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ფინალში ერთმანეთს ქუთაისის “ტორპედო” და მარტვილის “მერანი” შეხვდებიან.

დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.

მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი მონაწილე გუნდებმა მატჩისწინა ვარჯიშები გამართეს.

მარტვილის “მერანმა” 14:00 საათზე საკუთარ, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. გუნდს ტრავმის გამო ივანე ხაბელაშვილი ვერ დაეხმარება, ვაჟა ლომაშვილს კი, პირველი ლიგის გასულ ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო, დისკვალიფიკაცია აქვს.

ქუთაისის “ტორპედომ” 17:00 საათზე ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. გუნდს უკვე 15 წელია ტიტული არ მოუპოვებია.

ტორპედოელთა რიგებში დანაკლისი არაა, ყველა ფეხბურთელი მოახლოებული მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.

ფინალში მონაწილე კლუბების გულშემატკივარებს საჩუქრად 500-500 ბილეთი გადაეცათ.

 

kutaisipost.ge

0
0
(Visited 75 times, 1 visits today)

კომენტარები