სტიქიის შედეგები იმერეთის რეგიონში

ძლიერი ქარის გამო წყალტუბოში, სამტრედიაში, ბაღდათში და თერჯოლაში რიგი დაზიანებებია. კონკრეტულად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქარმა რამდენიმე ობიექტს სახურავი გადახადა, ზოგიერთ სოფელში გათიშულია ელექტოენერგია და დანგრეულია რამდენიმე სათბური.

სამტრედიაში ძლიერმა ქარმა მრავალსართულიანი კორპუსები სახურავების გარეშე დატოვა. ასევე, ნაწილობრივ არის დაზიანებული ერთი ბაღის შენობის სახურავი და მოთხრილია ხეები.

სახურავი დაუზიანდა ასევე თერჯოლაში, რიტუალების ყოფილ სახლს, ხოლო ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში ცენტრალურ გზაზე ხე წაიქცა. დაზიანებულია 10 სათბური, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

„ყველა ობიექტზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და სამუშაოები ხორციელდება. ასევე, შექმნილია სპეციალური კომისიები და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილია ჯგუფი რომელიც მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტიდან საათობრივად იღებს განახლებულ ინფორმაციებს,“ – აცხადებენ იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

0
0
(Visited 92 times, 1 visits today)

კომენტარები