სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტურისტული მაშრუტის მარკირება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით მდინარე ხევისწყლის ხეობაში, ტელეფისის ციხის 3,5 კმ-იანი მარშრუტის მარკირება მოხდა. საჯავახო-ჩოხატაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიდგა ორენოვანი ორმხრივი საინფორმაციო მანიშნებელი. საინფორმაციო დაფა აგრეთვე განთავსდა ტელეფისის ციხის მიმდებარე ნაწილშიც.

სამტრედიის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ნაგებობა-ტელეფისის ციხესიმაგრე მდებარეობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში, მდინარე ხევისწყლის მარცხენა მხარეს შემაღლებულ გორაკზე. ტელეფისის ციხიდან იშლება საინტერესო პანორამა მდინარე რიონის ხეობისკენ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებული პუნქტიც კარგად მოჩანს.

სოფელ ტოლების მთის ფერდობზე შემორჩენილ ციხის ნანგრევებს VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათია მირნელი ტელეფისის ციხის ნაშთად მიიჩნევს. ციხესიმაგრის მიდამოებში 553 წელს მოხდა ტელეფისის ბრძოლა ეგრის-ბიზანტიისა და ირანის ჯარს შორის. ეგრისის დიდი ომის დროს ტელეფისის ციხისათვის. ტელეფისის ციხე ბიზანტიელებს ძლიერ გამაგრებული ჰქონდათ. ირანელების სარდალმა მერმეროემ მის ასაღებად ხერხს მიმართა: ხმა გაავრცელა თითქოს უკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა. ბიზანტიელებმა სიფხიზლე მოადუნეს. ირანელებმა ამით ისარგებლეს და ტელეფისის ციხე მოულოდნელად აიღეს.

ტელეფისის ციხის ტურისტული მარშრუტის მარკირების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია და საკრებულოსა და სამტედიის მუნიციპალიტეტრის გამგეობის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები, საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში შალვა ბუაძე

0
0
(Visited 85 times, 1 visits today)

კომენტარები