ქუთაისი დღეს (ფოტო)

ამგვარი მდგომარეობა ქუთაისში, ლადო ასათიანისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე გვხვდება. ასათიანის ქუჩაზე რამდენი თვეა წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ისინი სამუშაოების დამკვეთი არ არიან და შესაბამისად, ვერც სამუშაოების ვადებზე აგებენ პასუხს.
http://www.picz.ge/img/s3/1611/13/f/f9509360ef37.jpg
“ლ.ასათიანის ქუჩაზე რამდენიმე თვეა წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი ,,SMK” ახორციელებს. მერია დამკვეთი არ არის. შესაბამისად, თვითმმართველობა სამუშაოების ვადებზე პასუხს არ აგებს. ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები მართლაც გაჭიანურებულია, რომელზეც პასუხისმგებლობა ფირმა „SMK”-ს ეკისრება. აღნიშნული ფირმის მენეჯმენტი ცოტა ხნის წინ სწორედ გაჭიანურებული სამუშაოების გამო შეიცვალა. პრობლემის მოგვარების ხელშეწყობის მიზნით ქუთაისის მერიამ სამი დღით მთლიანად გადაკეტა ქუჩა, რათა დროულად მოხდეს სამუშაოების დასრულება. უკვე დაიტესტა წყალი მთავარ მილებში, ამჟამად ხორციელდება წყლის მოსახლეობაში გადაყვანა. თუკი კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად სამი დღე არ ეყოფა, ვადის გაგრძელებაზე მერია გადაწყვეტილებას მიიღებს. წყლის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ლ.ასათიანის ქუჩაზე გზის საფარის სრული რეაბილიტაცია მოხდება, რომელსაც ასევე ფირმა “SMK” ახორციელებს,” – აცხადებენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში.

 

http://topnews.com.ge/

0
0
(Visited 186 times, 1 visits today)

კომენტარები