ვანში, სოფელ სალხინოს მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში წყალგაყვანილობის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ დაათვალიერა. როგორც Topnews.com.ge-ს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სალხინოში ჩაიდო წყალმომარაგების ახალი ქსელი, რომელიც 162 აბონენტს მოემსახურება. სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა სოფელში უკვე ერთი ათეული წელია არსებობს. აღნიშნული პროექტის განხორციელებით კი სოფელ სალხინოს მოსახლეობას წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებს.
http://www.picz.ge/img/s3/1611/9/6/6848f71e7756.jpg
როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ვანის სერვისცენტრის მენეჯერმა გიგა ხურციძემ განაცხადა:

“2016 წელს მოწესრიგდა და ახალი ქსელი ჩაიდო სოფელ სალხინოში რომელიც მოემსახურება 162 აბონენტს. თავისუფლების ქუჩაზე მოეწყო 1200 გრძივი მეტრი წყალმომარაგების ქსელი რომელიც მოემსახურება 70 აბონენტს, ასევე, თავისუფლების ქუჩაზე საერთო საცხოვრებლებში 130 აბონენტის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა განხორციელდა. უახლოეს დღეებში კი დასრულდება სოლომონ მეორის და კეკელიძის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები, რაც 50 აბონენტს წყალმომარაგებით უზრუნველჰყოფს. საერთო ჯამში საქართველოს გაერთიანებული წყამომარაგების კომპანიის მიერ 2016 წელს ვანის მუნიციპალიტეტში 400 აბონენტის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა განხორციელდა.“

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ვანში მიმდინარე სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

0
0
(Visited 126 times, 1 visits today)

კომენტარები