საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის პრეზენტაცია ქუთაისში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

სტუდენტებს ჩაუტარდებათ პრეზენტაცია მომსახურების სააგენტოს სერვისების შესახებ. ასევე, გაეცნობიან შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე კი დამსწრე საზოგადოებას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე დათა ქაჯაია გაესაუბრებათ.

პრეზენტაციის მიმდინარეობისას უნივერსტეტის ეზოში განლაგდება სპორტული კლუბის ავტომობილები, სასწავლო დაწესებულების დერეფანში კი მოეწყოს ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული არქივში დაცული ფოტოები, სპორტული კლუბისა და ავტომრბოლელების ასპარეზობის ამსახველი ფოტოები. სამკითხველო დარბაზში კი სტუდენტებისთვის გაიმართება პრეზენტაცია სხვადასხვა თემაზე, ასევე ნაჩვენები იქნება ვიდეორგოლები.

სტუდენტებს სიტყვით მიმართავენ ქუთაისი მერი, მომსახურების სააგენტოს დირექტორი და უნივერსიტეტის რექტორი.

0
0
(Visited 51 times, 1 visits today)

კომენტარები