“შევამჩნიე ჩემ შვილს რომ უკვე სისხლდენა დაწყებული ჰქონდა. არ გამაჩერეს პალატაში. 2 საათში შვილი მომიკლეს”

ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” 23 წლის ახალგაზრდა საკეისრო კვეთის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ლანა მიქაბერიძის დედა კლინიკასა და ექიმს უყურადღებობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გოგონა საკეისრო კვეთის შემდეგ 3 საათის განმავლობაში უყურადღებოდ იყო, რის შედეგადაც შიდა სისხლდენა განუვითარდა და მომდევნო 4 საათიანი ოპერაცია ვეღარ გადაიტანა.

„ექიმი როცა მოვიკითხე, არ გამომიჩინეს, სახეზე შევამჩნიე ჩემ შვილს რომ უკვე სისხლდენა დაწყებული ჰქონდა. არ გამაჩერეს პალატაში. 2 საათში შვილი მომიკლეს,“-აღნიშნა გარდაცვლილის დედამ.

გარდაცვლილის მამიდა მაია მიქაბერიძე კი აცხადებს, რომ ექიმთან შესახვედრად მისულები ლიფტში ჩაკეტეს, რა დროსაც ექიმი შენობიდან გაიყვანეს.

“ლიფტში როცა შევედით, რამდენიმე წუთი ჩაგვკეტეს, რა დროსაც ექიმი შენობიდან გააპარეს, ლიფტიდან გამოსულმა კი ვუსაყვედურე ყველას, მაგრამ უკვე გვიან იყო,”-აღნიშნა მიქაბერიძემ.

Topnews.com.ge კლინიკა “ბომონდის” ხელმძღვანელს მამუკა მიქაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, გარდაცვლილი გოგონას საქმეს პროკურატურა იძიებს.

„თავი უნდა შევიკავოთ ამ საქმეზე საუბრისგან, რადგან არსებობს შესაბამისი ორგანოები, რომლებიც ამ საქმეს გამოიძებენ. ექსპერტიზა, პროკურატურა და სამედიცინო ხარისხის კონტროლის კომისია ჩართულია ამ საქმეში და დასკვნას ისინი დადებენ,“ -აღნიშნა მიქაძემ.

0
0
(Visited 73 times, 1 visits today)

კომენტარები