“ჩემმა რძალმა პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ ფული აიღო”

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას ბიცოლა ეჭვობს, რომ გარდაცვლილის დედამ, ნონა ჯოჯუამ, პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ, ფული აიღო.

23 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის ბიცოლა აცხადებს, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედამ პოზიცია რადიკალურად შეცვალა, მატერიალური სარგებელია.

“სად გაექცევა წერილს, რომელიც დემურიკომ დაწერა და თქვა, რომ პოლიციელი გოდერძი მცემდა და მაშინებდაო. სად გაექცევა ექსპერტიზის პასუხს, სადაც ყველაფერი არის აღნიშნული. არ ვიცი რა დაემართა ჩემს რძალს. ის, რასაც 3 თვეა ვამტკიცებდით, ერთ დღეში რატომ გადაიფიქრა. დარწმუნებული ვარ, ჩემმა რძალმა პოზიციის შეცვლის სანაცვლოდ ფული აიღო,”-აცხადებს დარიკო ჯაში.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას დედამ, ნონა ჯოჯუამ განაცხადა, რომ ის აღარ არის დარწმუნებული იმაში, რომ მისი შვილი თვითმკვლელობამდე პოლიციელმა გოდერზი თევზაძემ მიიყვანა.

0
0
(Visited 82 times, 1 visits today)

კომენტარები