22 ოქტომბერი – საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია თბილისში

22 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური შეკრება – European Students For Liberty-ს თბილისის რეგიონალური კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციის ძირითადი ნაწილი დაეთმობა ისეთი კლასიკური ლიბერალური პრინციპების  განხილვას, როგორებიცაა: ინდივიდუალური თავისუფლება, სახელმწიფოს როლი თავისუფალ საზოგადოებაში, თავისუფალი ბაზარი და სხვ. კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისურია.

სტუდ კონფ 2

კონფერენციაზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს სტუდენტს: esflconferences.org/conference/2016-tbilisi-regional-conference/

მომხსენებლები:

პიერ გარელო- Institute For European Studies, დირექტორი (საფრანგეთი)

ეიდ ჰემერი – European Students For Liberty, აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი (დანია)

ლოურენს რიდი – Foundation for Economic Education, პრეზიდენტი (აშშ)

პაატა შეშელიძე – New Economis School – Georgia, პრეზიდენტი (საქართველო)

ფედერიკო ფერნანდესი – Fundación Bases, დირექტორი (არგენტინა)

ოვიდიუ ჩერნეი – Japan Tobacco International,  South Caucasus, Corporate Affairs and Communications Director (ბრიტანეთი)

ალექსანდარ კოკოტოვიჩი – European Students For Liberty, პროგრამების დირექტორი  (სერბეთი)

ანასტასია ბენდუქიძე – ცოდნის  ფონდი, დირექტორი (საქართველო)

კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში.

კონფერენციაზე რეგისტრაცია უფასოა. მთელი დღის განმავლობაში საგანმანათლებლო მასალის, კვების და საღამოს წვეულების ხარჯებს კონფერენციის მხარდამჭერი ორგანიზაციები დაფარავენ.

კონფერენციის მხარდამჭერები:

European Students For Liberty

Friedrich Naumann Foundation For Freedom South Caucasus

Subway Georgia

DIVExFabrika

ორგანიზატორი: Georgian Students For Liberty

0
0
(Visited 142 times, 1 visits today)

კომენტარები