თორნიკე მატარაძე დებიუტის მოლოდინში!

i_36045ef1d52046d814c7e884fcbbf0c9_1476194185369418_0

ამ კვირაში ევროპული რაგბის ელიტარული გუნდები 2016/2017 წლების სეზონის ევროტურნირებში – ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ ქაფზე ჩაერთვებიან.

რა თქმა უნდა, მათ შორის ფრანგული ტოპ 14-ის გუნდებიც არიან, რომელთაგან 7 ჩემპიონთა თასზე, ხოლო 7 მეორე დონის ტურნირზე ითამაშებს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩელენჯ ქაფზე ფრანგული კლუბები უახლოეს რეზერვს აძლევენ თავის გამოჩენის შესაძლებლობას და გამონაკლისი არც ეს სეზონი იქნება. შესაბამისად, პირველ გუნდებში რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი მოთამაშის დაწინაურებას უნდა ველოდოთ.

უკვე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ 14 ოქტომბერს „ლიონის“ პირველ გუნდში დებიუტი ექნება საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მარცხენა ბურჯ თორნიკე მატარაძეს. ქუთაისის „აიას“ ყოფილმა მორაგბემ ივნისში მანჩესტერში გამართულ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი და „ლიონმაც“ ახალგაზრდა ქართველი თავისთან წაიყვანა. თორნიკე უკვე ვარჯიშობს პირველ გუნდთან ერთად, აქამდე ესპუართა ჩემპიონატში თამაშობდა, ახლა კი, პირველი გუნდის მაისურს მოირგებს და მოედანზე გავა. ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში „ლიონი“ სტუმრად ასევე ფრანგულ გუნდს, „გრენობლს“ ეთამაშება.

i_9e3e2420966cff6f372e45e2ceb825fb_1476194214862667_0

0
0
(Visited 40 times, 1 visits today)

კომენტარები