დაუვიწყარი მომენტები და მხიარული ასოციაციები Nikon–თან ერთად

ყველა განსაკუთრებულ მომენტს აუცილებლად სჭირდება დაფიქსირება იმისთვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს. სურათი ყოველთვის იმას გამოხატავს, რისი ჩვენებაც გვინდა. Nikon–მა ახალი ფოტოაპარატისთვის სახალისო კამპანია წამოიწყო.

Nikon-მა საწოლზე მოსეირნე კატა მაღვიძარას, ფრაკებში გამოწყობილი მუსიკოსები კი საყვარელი პინგვინებს შეადარა და ეს სრული ჩამონათვალი არ არის. ყველა მომენტს შეიძლება მოეძებნოს მხიარული ასოციაცია. მთავარია, თქვენ როგორ წარმოაჩენთ მას.

 

ბრენდმა კამპანია Nikon D3400–სთვის წამოიწყო. ფოტოაპარატი, გარდა იმისა, რომ ძალიან ხარისხიან ფოტოებს იღებს, იმითაც გამოირჩევა, რომ მისი დაკავშირება პირდაპირაა შესაძლებელი სმარტფონთან. ნებისმიერი გადაღებული ფოტო, მომენტალურად, ყოველგვარი კაბელების გარეშე შეგიძლიათ გააზიაროთ ტელეფონში.

ყველაფერი თქვენს ხელშია. დააფიქსირეთ განსაკუთრებული კადრები, მიეცით წარმოსახვას თავისუფლება და გაგვიზიარეთ თქვენი სამყარო.

markter.ge

0
0
(Visited 183 times, 1 visits today)

კომენტარები