#გამარჯობა ლონდონურად – თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტშია

ისია შესრულებულია – LonDONE! თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტშია. სააგენტო HOLMES&WATSON-მა, ამ მოვლენასთან დაკავშირებით, საინტერესო პოსტერები წარმოგვიდგინა: ლონდონში, წითელი სატელეფონო ჯიხურებისა და ლეგენდარული ავტობუსების გვერდით, ახლა უკვე ცისფერსაც მოკრავთ თვალს და რაც ნამდვილად გაგახარებთ, ქართულ მისალმებასაც ამოიკითხავთ. ასე თიბისი ბანკი გესალმებათ ნისლიანი ალბიონიდან. პოსტერების იდეასა და მიზანზე მარკეტერთან, HOLMES&WATSON-ში თიბისი ბანკის ექაუნთ მენეჯერმა, ლევან გომშიაშვილმა ისაუბრა:

ლევან გომშიაშვილი1

ლევან გომშიაშვილი

“ისეთი რთული და საქმიანი ამბავი, როგორიც მაგალთად, თიბისი ბანკის ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადასვლაა, HOLMES&WATSON-მა ბეჭდური მედიისთვის განკუთვნილ კამპანიად  გარდაქმნა. სააგენტომ თიბისი ბანკისთვის პოსტერების რამდენიმე ვერსია შექმნა, რომელიც ამ სტატიის ქვეშ შეგიძლიათ ნახოთ. Print advertising ჩვენ, როგორც სააგენტოს, ძალიან გვიყვარს! როდესაც თიბისი ბანკის პრემიუმ სეგმენტში გადასვლაზე გავიგეთ, ვიფიქრეთ, რომ როგორც წესი, B2B-სთვის განკუთვნილი კომუნიკაცია აუცილებლად ყველასთვის ყოფილიყო. ვინაიდან, ბევრისთვის საფონდო ბირჟა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები უცნობი თუ ნაკლებად საინტერესოა, გადავწყვიტეთ ბრიტანეთთან დაკავშირებული ელემენტები თიბისისთან დაგვეკავშირებინა და ამით გამოგვეწვია დაინტერესება და რადგან პრემიუმ სეგმენტში გადასვლა პირდაპირპროპორციულია პროგრესთან – ამ კამპანიის წამყვან ფრაზად “ურთიერთობის ახალი ეტაპი” ავირჩიეთ”.

 

pl1

pl3

pl6

pl5

marketer.ge

[frontpage_news widget=”1398″ name=”სხვა ახალი ამბები”]
0
0
(Visited 242 times, 1 visits today)

კომენტარები